სხვა ქართველი გმირები, რომლებიც 1923 წელს ბოლშევიკებმა ვაკის პარკში დახვრიტეს! 2015, 10 ოქტომბერი, 16:57 "საქართველოს სსრ" საგანგებო კომისიის (ე.წ. "ჩეკა") კოლეგიის გადაწყვეტილებით 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილ მამულიშვილთა სია:
1. გენერალი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი - 55 წლის, თავადი, საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე "დამოუკიდებლობის კომიტეტი") სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე 2. გენერალი ალექსანდრე სვიმონის ძე ანდრონიკაშვილი - 51 წლის, თავადი, გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი. 3. გენერალი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე - 57 წლის, თავადი, სამხედრო ცენტრის წევრი. 4. გენერალი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი - 35 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი. 5. პოლკოვნიკი გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი - 31 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი. 6. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი - 51 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი, სამხედრო ცენტრის წევრი. 7. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის უფროსი ძმა) - 32 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ცენტრის წევრი. 8. როტმისტრი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი - 29 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი. 9. როტმისტრი სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი - 27 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი. 10. პორუჩიკი ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი - 26 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი 11. პორუჩიკი ფარნაოზ რევაზის ძე ყარალაშვილი (ბოლშევიკების მიერ ასევე განადგურებული ცნობილი სამხედრო მოღვაწის, გენერალ რევაზ ყარალაშვილის ვაჟი) - 24 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი. 12. პორუჩიკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ზანდუკელი - 39 წლის, აზნაური, მენშევიკური პარტიის დუშეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამხედრო ცენტრის წევრი. 13. იასონ მათეს ძე კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა) - 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სამხედრო ცენტრის წევრი. 14. ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე - 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი. 15. სიმონ ნასყიდგორის ძე ჭიაბრიშვილი - 42 წლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 688 10-ს მოსწონს 1-ს არა
|