x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები სირიის ნაცვლად ირანში ჩამოვარდა - CNN

imageოთხი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსეთმა კასპიის ზღვის ფლოტიდან გაისროლა, სირიის ნაცვლად ირანში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა უარყო რაკეტების ირანში ჩამოვარდნის ფაქტი. „CNN-სგან განსხვავებით, ჩვენ არ ვავრცელებთ ანონიმური წყაროების ინფორმაციას, არამედ ვუჩვენებთ რუსული რაკეტების გაშვებისა და მათ მიერ სამიზნის განადგურების პროცესს. მნიშვნელობა არ აქვთ, თუ რამდენად მოულოდნელი და უსიამოვნოა ეს ჩვენი კოლეგებისთვის პენტაგონში, მაგრამ ჩვენმა რაკეტებმა გაანადგურეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურა სირიაში“, - განაცხადა კონაშენკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ კასპიის ზღვაში მყოფი ოთხი სარაკეტო ხომალდიდან 26 ფრთოსანი რაკეტის გაშვება მოხდა ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 11 ობიექტის მიმართულებით.
აშშ-ის სახელმწიოფო დეპარტამენტს ანონიმური წაყროების მიერ მედიაში გავრცელებული ცნობები არ დაუდასტურებია.

0
172
7-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0