x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
20 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც კი ტირიან


ფილმი ვიზუალური ხელოვნების დარგია, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ. ცნობილია, რომ ქალები ბევრად უფრო ემოციურნი არიან, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებიც მამაკაცებსაც კი აატირებს.

1) ჯერი მაგუაიერი (Jerry Maguire)
1996 წლის მელოდრამა, რომელშიც მონაწილეობენ ტომ კრუზი, რენე ზელვეგერი, ჯეი მორი და სხვა ვარსკვლავები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: სამსახურიდან გათავისუფლებული აგენტი - ჯერი მაგუაიერი გადაწყვეტს თავისი ფირმის შექმნას. მისი მხოლოდ მის საყვარელ ქალს და ნიჭიერ სპორტსმენს - როდ ტიდველს სჯერა. ჯერი თავის თავში დარწმუნებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ მისი ყოფილი კოლეგები ყველაფერში ხელს უშლიან. მაგუაიერმა იცის, რომ თუ ამ ბრძოლაში დამარცხდება, ფეხზე ვეღარასოდეს დადგება. image2) გლადიატორი (gladiator)
2000 წელს გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ რასელ ქროუ, ხოაკინ ფენიქსი, კონი ნილსენი და სხვები. რეჟისორი - რიდლი სკოტი. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.image3) ბემბი (bambi)
1942 წელს გადაღებული ანიმაციური დრამა, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: ერთ მშვენიერ დილას, გაზაფხულის მზით გამთბარ მინდორზე პატარა ირემი იბადება. მის სანახავად ტყის ყველა ბინადარი მოდის. პატარას ბემბის არქმევენ. ამის შემდეგ იწყება მისი ტრაგიკული თავგადასავალი.image4) მკვდარი პოეტების საზოგადოება (dead poets society)
1989 წელს გადაღებული ამერიკული დრამა, რომლის მთავარ როლებში არიან რობინ უილლიამსი, რობერტ შონ ლეონარდი, ეტან ხოუკი... მოკლე აღწერა: ჯონ კიტინგი - კონსერვატიულ სასწავლებელში ინგლისური ენის ახალი მასწავლებელია. სხვა პედეგოგების საწინააღმდეგოდ, თავის მოწაფეებთან ერთად ის ქმნის "მკვდარი პოეტების საზოგადოებას" და საიდუმლო შეკრებებზე ყოველ მათგანს ეხმარება პოეზიაში საკუთარი "ხმის" მოსაძებნად, გახსნას თავისთვის ბუნების და პოეზიის მშვენიერი სამყარო სკოლის ნაცრისფერი კედლის მიღმა. ჯონ კიტინგის ყოვლისშემძლე კოლექტივთან ბრძოლის შედეგი შეუძლებელია იწინასწარმეტყველო ფინალური სცენის დადგომამდე, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.image5) მარლი და მე (Marley & Me)
2008 წელს გადაღებული დევიდ ფრანკელი ფილმი, რომლის რეიტინგი IMDB-ზე 7.1-ია. აღწერა: ფილმი მოგვითხრობს თუ რას ნიშნავს მსოფლიოში ყველაზე მავნებელ ძაღლთან ერთად ცხოვრება...image6) გოგონა მილიონ დოლარად (Million Dollar Baby)
2004 წლის დრამა, რომლის რეჟისორია კლინტ ისტვუდი. ფილმში მონაწილეობენ: მორგან ფრიმანი, კლინტ ისტვუდი, ჰილარი სუონკი და ა.შ. აღწერა: საკუთარი ქალიშვილის გაუცხოვებით ძლიერ დათრგუნული მწვრთნელი, ფრენკი დანი არ არის მზად თავის ცხოვრებაში შემოუშვას მეგი ფიტცჯერალდი. მაგრამ მეგის გადაწყვეტილი აქვს გახდეს პროფესიონალი და დაარწმუნოს დანი და მისი გარემოცვა დაეხმარონ მას.image7) უოლ-ი (Wall-E)
ფილმი გადაღებულია 2008 წელს. მისი რეჟისორია ენდრიუ სტენტონი. ახმოვანებენ: ბენ ბერტი, ჯეფ გარლინი, სიგურნი უივერი და სხვები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ფრიად საინტერესო, ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც, როდესაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება.image8) ჭკვიანი უილ ჰანტინგი (Good Will Hunting)
ფილმი გადაღებულია 1997 წელს. მისი რეჟისორია გას ვან სენტი. მონაწილეობენ: მეთ დეიმონი, რობინ უილიამსი, ბენ აფლეკი... ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: უილ ჰანტინგს მუდმივად უსიამოვნებები აქვს.მორიგი ჩხუბის დროს მის დაკავებას პოლიცია შეეცდება, მაგრამ მასზე მეურვეობას მატემატიკის მასწავლებელი აიღებს.ნელ-ნელა მათი ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება...image9) ეს მშვენიერი ცხოვრება (It's a Wonderful Life)
ფილმი გადაღებულია 1946 წელს. მისი რეჟისორია ფრენკ კაპრა. მონაწილეობენ: ჯეიმს სტიუარტი, დონა რიდი, ლაიონელ ბერიმორი... ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ჯორ ჯ ბეილი - პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია, ის გამოგონილ ამერიკულ ქალაქში, ბედფორდ ფოლსში ცხოვრობს. ჯორჯი პატიოსანი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ დეპრესიის და უსიამოვნებების გამო გადაწყვეტს თავის მოკვლას. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი ანგელოზის დახმარება. ზეცა მის გადასარჩენად კლარენსს - იმ მომენტისთვის ერთადერთ თავისუფალ მეორე ხარისხის ანგელოზს გამოუშვებს, გამოუცდელს, რომელსაც ჯერ ფრთებიც კი არ დაუმსახურებია. თუ ის თავის სამსახურს კარგად შეასრულებს და შეძლებს ჯორჯის გადარწმუნებას უდიდესი ცოდვისგან, მიიღებს ჯილდოთ ფრთებს. დრო კი მას თითქმის არ დარჩა... კლარენსი ერთადერთ სწორ გზას იპოვის – ის ჯორჯს აჩვენებს სამყაროს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ექნებათ ადამიანებს, რომლებიც მის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას.image10) დარჩი ჩემთან (Stand by Me)
ფილმი გადაღებულია 1986 წელს. მისი რეჟისორია რობ რეინერი. მონაწილეობენ: უილ უიტონი, რივერ ფენიქსი, კორი ფელდმანი, ჯერი ო'კონელი და სხვები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: 12 წლის გორდი თავის საუკეთესო მეგობრებთან კრისთან, ტედისთან და ვერნთან ერთად, დაღუპული ბიჭის ცხედრის საძებნელად მიდიან, რომელიც თითქოსდა მატარებელმა გაიტანა. უფროსების აზრით ეს ლაშქრობა სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიჭების ცხოვრებაში ის გადამწყვეტ როლს თამაშობს.image11) ფორესტ გამპი (Forrest Gump)
ფილმი გადაღებულია 1994 წელს. მისი რეჟისორია რობერტ ზემეკისი. მონაწილეობენ: ტომ ჰენქსი, გარი სინიზი, მიკელტი უილიამსონი... ფილმში მოთხრობილია ფორესტ გამპის ისტორია.იგი ფეხბურთელი გახდება რაღაც ნიჭის წყალობით.იგი ასევე ბევრ ფულს იშოვის, მაგრამ ისევ ისეთ უბრალო ადამიანად რჩება, როგორც მანამდე იყო...image12) არმაგედონი (Armageddon)
ფილმი გადაღებულია 1998 წელს. მისი რეჟისორია მაიკლ ბეი. მონაწილეობენ: ბილი ბობ ტორნტონი, ბენ აფლეკი, ლივ ტაილერი, სტივ ბუშემი, ბრიუს უილისი და სხვები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: არმაგედონი დედამიწას უახლოვდება. ხალხი პანიკაშია. მათ სრულად განადგურება ემუქრებათ. ყველაზე მამაცები გადაწყვეტენ ხომალდთან შეხვედრას. მათ ელით ან დიდი გამარჯვება ან სიკვდილი...image13) რიგითი რაიანის გადასარჩენად (Saving Private Ryan)
ფილმი გადაღებულია 1998 წელს. მისი რეჟისორია სტივენ სპილბერგი. მონაწილეობენ: ადამ გოლდბერგი, ტომ ჰენქსი, ედვარდ ბერნსი და სხვა მსახიობები. ფილმის მოკლე აღწერა ასეთია: კაპიტანი ჯონ მილერი მიიღებს დავალებას, რომ 8 კაცთან ერთად უნდა გაემგზავროს რიგითი ჯარისკაცის გადასარჩენად, რომელმაც ბრძოლის ველზე ერთდროულად სამი ძმა დაკარგა.მათ უნდა იპოვონ ბიჭი და ჩამოიყვანონ დედასთან, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია შვილების გარდაცვალების შემდეგ...image14) მწვანე მილი (The Green Mile)
ფილმი გადაღებულია 1999 წელს. მისი რეჟისორია ფრენკ დარაბონტი. მონაწილეობენ: ტომ ჰენქსი, დევიდ მორსი, მაიკლ კლარკ დუნკანი და სხვა ვარსკვლავები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ზებუნებრივი ამბავი ხდება სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან. ფილმის ფინალი ყველაზე უემოციო ადამიანსაც კი აუჩუყებს გულს.image15) მფრინავი სახლი (Up)
ანიმაცია გადაღებულია 2009 წელს. მისი რეჟისორია პიტ დოქტერი და ბობ პიტერსონი. ახმოვანებენ: კრისტოფერ პლამერი, ედვარდ ესნერი, დელროი ლინდო, ჯონ რატცენბერგერი, პოლ აიდინგი, ჯორდან ნაგაი. ანიმაციის მოკლე შინაარსი ასეთია: კარლ ფრედრიქსენი მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობაზე ოცნებობდა. ახლა იგი საკმაოდ მოხუცია. ბედისწერა მას საოცარ სიურპრიზს უმზადებს. ის შეხვდება 8 წლის მოგზაურს. ისინი გადაწყვეტენ ერთად გამგზავრებას და ველურ ბუნებაში უამრავ საშიშ ცხოველთან მოუწევთ შეხვედრა... image16) შინდლერის სია (Schindler's List)
ფილმი გადაღებულია 1993 წელს. მისი რეჟისორია სტივენ სპილბერგი. მონაწილეობენ: ლაიამ ნისონი, ბენ კინგსლი, რეიფ ფაინსი... ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე ნაცისტებისგან იხსნა.image17) გაქცევა შოუშენკიდან (The Shawshank Redemption)
ფილმი გადაღებულია 1994 წელს. მისი რეჟისორია ფრენკ დარაბონტი. მონაწილეობენ: ტიმ რობინსი, მორგან ფრიმანი, ბობ განტონი და სხვები. ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: მე-20 საუკუნის 40–იანი წლები, წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში.ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი.image18) უცხოპლანეტელი (E.T. the Extra-Terrestrial)
ფილმი გადაღებულია 1982 წელს. მისი რეჟისორია სტივენ სპილბერგი. მონაწილეობენ: ჰენრი თომას უმ, დრიუ ბერიმორი, პიტერ კოიოტი... ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: დედამიწაზე ცოტა ხნით უცხოპლანეტელების ხომალდი გაჩერდება.ყველაზე პატარა უცხოპლანეტელი დედამიწაზე დარჩება.სადაც გაიცნობს პატარა ბიჭს და დაუმეგობრდება მას...image19) Rocky (როკი)
ფილმი გადაღებულია 1976 წელს. მისი რეჟისორია ჯონ გ. ევილდსენი. მონაწილეობენ: სილვესტერ სტალონე, ტალია შაირი, ბერტ იანგი... ვინ არის როკი ბალბოა? – ეს ადამიანი ლეგენდაა, მორიდებული, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი და ნიჭიერი მოკრივე, რომელიც თავს არ ზოგავს და საქვეყნო აღიარებას აღწევს. თავის მომხიბვლელობით ის მილიონობით ადამიანის გულს იპყრობს, სისხლინი ასპარეზებით კი პროფესიონალების განცვიფრებასაც იწვევს. ის ოცნებობს მსოფლიო ჩემპიონის ქამარზე. ბრძოლის დროს თავს არ ინდობს, მას არ აფიქრებს მოწინააღმდეგეს სიძლიერე და არ აინტერესებს რა მდგომარეობაში იქნება ყოველი ბრძოლის შემდეგ.image20) სათამაშოების ისტორია (Toy Story)
კომპიუტერული ანიმაციის ტექნოლოგიით შექმნილი ფილმების სერია და დისნეის მედია-ფრენჩაიზი. იგი დაიწყო 1995 წლის ფილმით სათამაშოების ისტორია, რომლის შემქმნელი იყო პიქსარის, ხოლო დისტრიბუტორი - Walt Disney Pictures. ფრენჩაიზის მთავარი პერსონაჟები არიან სათამაშოები, რომლებიც ადამიანებისგან ფარულად ცოცხლდებიან და სხვადასხვა თავგადასავალში ამოჰყოფენ თავს.
image

0
767
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
767
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0