x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჯონ სტაინბეკი ქართველებსა და რუსებზე

“რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”
image
"ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა 1947 წელს სსრკ-ში იმოგზაურა. მან მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი და ბოლოს, საქართველოსაც ეწვია. აი, რას წერდა სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ:
“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.
საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები:
“ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”

2
479
12-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
479
  
2015, 17 ოქტომბერი, 1:37
ვინ ჩამოსულები?
2015, 9 ოქტომბერი, 11:25
ჰოო ახლა ჩამოსულები არას ამბობენ..ან ახლა ჩამოსულიყვნენ..ვაი რა დავიბეჩავეთ თავი
0 1 2