x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ტესლამ“ ახალი ელექტრონული SUV-ჯიპი წარმოადგინა (ფოტო)

imageკომპანია Tesla-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი მოდელი სახელწოდებით Model X - ფუტურისტული ელექტრომანქანა, რომელსაც კომპანიის ინვესტორმა, ინჟინერმა, გამომგონებელმა და დიზაინერმა ელონ მასკმა ყველაზე უსაფრთხო სპორტული სუბურბან-ჯიპი უწოდა.
Model X აღჭურვილია 90 kWh ბატარეით, რომელიც 250 მილის გავლის საშუალებას იძლევა. მანქანა 0-დან 60 მ/სთ-ს 3.2 წამში ავითარებს.
აღსანიშნავია, რომ Model X იშვიათი, ე.წ. Falcon Wing-კარებითაა გამორჩეული, რომელიც სენსორულია და სიმჭიდროვის ან დაბალი სიმაღლის ავტოფარეხებში უსაფრთხოდ გაღებას უზრუნველყოფს.
მანქანაში 7 ადამიანი თავსდება (სამი შუა რიგში, ორი კი წინა და უკანა სავარძლებზე), თუმცა ავტომობილი 6-ადგილიან მანქანად მოიაზრება. ჩრდილოეთ კალიფორნიის ქარხანაში გამართულ პრეზენტაციაზე მასკმა Model X-ის ყველა უპირატესობის დემონსტრირება მოახდინა: განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოცულობა, მანქანამ რამდენიმე მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანთან ერთად ჩემოდნები, საჭმლის კონტეინერები, თხილამურები და ველოსიპედი დაიტია.
მანქანაში ინტეგრირებულია პარკინგის სენსორები, ბრმა ადგილისა და გვერდითი შეჯახების გამაფრთხილებელი სიგნალები, ავტომატური უგასაღებო კავშირი, GPS და ნავიგაცია რეალურ დროში, რუკებთან ერთად.
ბიოიარაღის თავდაცვის რეჟიმი ნამდვილი ღილაკით ჰაერიდან შემომავალ ბაქტერიებს, ვირუსებსა და მსგავს დაბინძურებულ მიკროელემენტებს მანქანაში მოხვედრისგან იცავს. მანქანა თეთრ, შავ, წითელ, ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებშია წარმოდგენილი.
ახალი მოდელის საბაზრო ფასი 132 ათასი აშშ დოლარია. „ტესლა“ მომხმარებელს სტანდარტულ და პერფორმანს მოდელებს სთავაზობს: სტანდარტული 256 მილი 0-60 mph 4.8 წამი, პერფორმანსი 250 მილი 0-60 mph 3.6 ან 3.2 წამი.

imageimageimage

0
177
5-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0