x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ხინკლის მონათესავე კერძები
პელმენი-რუსული კერძი, არსებობს მოსაზრება, რომ ამ კერძის სახელწოდება ფინურ-უგრული ენიდან არის აღებული- "პელნიანი"(პურის ყური).მკვლევარების აზრით, მისი სამშობლო ციმბირია, მსგავსი კერძი ჩინეთშიც არის ცნობილი.



ინდეგრიენტები:ფქვილი, კვერცხი და წყალი(ან რძე), კლასიკური პელმენისთვის გამოიყენება საქონლის და ღორის ფარში(ან ცხვრის), ემატება სუნელები, ხახვი, ნიორი.


ზოგიერთ რეგიონებში ფარშად იყენებენ დათვის, ირმის, ლოსის და ბატის ხორცსაც.

image



პოდგოკილიო-მარიული ნაციონალური კერძი-ნაჭრები ნახევარმთვარის ფორმას მოგვაგონებს.

პოდგოკილიოს მსგავსია სხვა ფინურ-უგრული კერძებიც, მაგალითად ესტონური კარტულიპორსი, კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში და უდმურტიაში პელნიანი.


ინდეგრიენტები:ხორბლის ფქვილისგან დამზადებული ცომი, დაკეპილი ღორის ან კუდღლის ხორცი, ხახვი, ხანდახან უმატებენ ფაფას, ხაჭოს ან კარტოფილს.


imageციაოზი-ჩინური პელმენი.


ინდეგრიენტები:ცომი, ფარში(უფრო ხშირად ღორის ხორცი), მწვანილი, კომბოსტო.

ციაოზი შესაძლოა სხვადასხვა ფორმის იყოს, როგორც წესი გარნირად ნივრით გაზავებული სოიოს სოუსთან ერთად მოგართმევენ.

imageბუუზა-მონღოლურ-ბურიატული კერძი, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბუუზა ხინკლის წინაპარია.


ინდეგრიენტები:ცომი, დაკეპილი ხორცი ან ფარში(საქონლის, ღორის ან ცხვრის)ხახვი.მზა პროდუქტის დიამეტრი 5-8 სანტიმეტრია.

image


მანტუ-ტრადიციული ნაციონალური კერძი ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, მონღოლეთში, კორეაში, აგრეთვე თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბაშკირიაში და ყირიმში.


ინდეგრიენტები შუა აზიაში:ცომი, ცხვრის ფარში, დამატებული დუმის ცხიმი, ხახვი, წვრილად დაჭრილი გოგრა, გარნირად კარტოფილის პიურეს იყენებენ.


ინდეგრიენტები მონღოლეთში:ცომი, საქონლის, თხის, ცხენის ან აქლემის ფარში.გემოვნებისთვის ხანდახან ფრინველის წვრილად დაკეპილ ხორცსაც ხმარობენ.ხოლო გოგრის ნაცვლად წვრილად დაჭრილ სტაფილოს და სხვა ბოსტნეულს ამატებენ.

image

1
610
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
610
  
2015, 24 ნოემბერი, 20:01
გემრიელი ჩანს ყველა
0 1 1