x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მექალთანე როგორც იქნა დაინიშნა!
imageყველაზე ცნობილი ჰოლივუდის ბერბიჭა და მექალთანე ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება.40 წლის მსახიობმა ხელი სთხოვა თავის ბოლოდროინდელ გატაცებას, 25 წლის ამერიკელ სუპერმოდელს კელი რორბახს.


წყვილმა სულ რაღაც 4 თვის წინ გაიცნო ერთმანეთი, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ რომანტიული სადილის დროს ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავს ხელი ეთხოვა მოდელისთვის, იუწყება ამერიკული გამოცემა "OK!".

image

-ლეომ განაცხადა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მასთან სურს გაატაროს, კელი შოკირებული გახლდათ, -ირწმუნება ინსაიდერი-დიკაპრიომ გაიმეორა, რომ ნამდვილად სურს მასზე დაქორწინება, შემდეგ წყვილმა ნაზად აკოცა ერთმანეთს.


imageროდის შედგება ქორწილი უცნობია.

-ჯერჯერობით განიხილავენ ამ თემას, -აცხადებენ მსახიობის მეგობრები, -ჯერ ყველაფერი დასაგეგმია.


მაინც ვინ არის კელი? ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ გოგონა მორიგი ქარაფშუტა ქერათმიანი ამერიკელია, თუმცა არც მასეა საქმე:გრძელფეხება ლამაზმანი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია იურიდიული განხრით, ამასთანავე გოგონა საკმაოდ წარმატებულია სპორტშიც, -ბრწყინვალედ თამაშობს გოლფს.

image

-კელი ძალიან ჭკვიანია და ლეოსთვის მასთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოა, იგი აღფრთოვანებულია კელის ინტელექტით, -აცხადებს მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი-ამასთანავე ისინი ერთობლივად იზიარებენ გარემოს დაცვის და გლობალური დათბობის პრობლემებს.ამასთანავე კელი ძალიან მოსწონს ლეოს დედას.

ქორწილის წინ, როგორც ნებისმიერი შეძლებული ადამიანი ლეო დადებს საქორწინო ხელშეკრულებას გაყრის შემთხვევაში, თუმცა დარწმუნებულები ვართ საქმე გაყრამდე არ მივა, მათ არა აქვს ქონება გასაყოფი.

image

3
1142
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1142
  
2015, 8 ოქტომბერი, 11:17
ისეთი ქალები იყვენენ ლეოს გვერდით :) ეს დიდი არაფერი . საბოლოოდ ლეომ მაინც ქალი ინტელექტით აირჩია :))) არ ველოდი მეგონა ვინმე ბარბის შეირთავდა :D
2015, 8 ოქტომბერი, 11:00
)))))))))))
2015, 8 ოქტომბერი, 10:59
ერთი ოსკარიღა გვაკლია და დამიმშვიდდება ნერვები, ლეოც დავაბინავეთ :))))
0 1 3