x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანმა 14 წლის ასაკში დაკარგა ქალწულობა მაიკლ ჯექსონის ნათესავთან
image

კიმ კარდაშიანის გულახდილობა, ეს არის მისი მეორე "მე", მოდელი და ტელევარსკვლავი არ მალავს საკუთარ წარსულს და მოგვითხრობს დეტალებში ოჯახურ ტელე-შოუში-"Keeping Up with the Kardashian".


მოდელმა ახლახან თაყვანისცემლებს მოუთხრო თუ როგორ დაკარგა ქალწულობა 14 წლის ასაკში, სხვათა შორის დედასთან კონსულტაციის შემდეგ.


კიმის პირველი კაცი გახდა მისივე ბავშვობის მეგობარი, ტი ჯეი ჯექსონი, იგივე TJ -მაიკლ ჯექსონის ძმის შვილი, უფროსი ძმის ტიტოს შვილი.



სანამ ქალწულობას დაკარგავდა კიმი ტის 12 წლის ასაკიდან ხვდებოდა.


როგორც მოდელი იხსენებს, 14 წლიანი იუბილე ჯექსონის ცნობილ "Neverland"-ში აღნიშნა.

-იქ იყო სპილოები, მაიმუნები კომბინიზონებში და ყველანაირი ატრაქციონი-იხსენებს კიმი.

imageსწორედ მაშინ მიხვდა კიმ კარდაშიანი, რომ მზადაა პირველი სექსუალური გამოცდილებისთვის და ამის შესახებ დედას განუცხადა.


-15 წლისაც არ ვიყავი, როდესაც განვუცხადე, რომ პირველად მინდა სექსით დავკავდე-აღიარა კიმმა-დედაჩემი ლიბერალური ქალია და ღიად შეიძლება მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე.დედამ მიპასუხა:"ოკ, მაშინ ტაბლეტებზე დაგსვამთ, რომ არ დაფეხმძიმდე."


ტი ჯეი ჯექსონმაც დაადასტურა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა კიმ კარდაშიანთან.


-მე კიმი მაშინ გავიცანი, როდესაც დედა გარდამეცვალა, მათ ოჯახთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს.

imageსულ მალე ტი ჯეი მონაწილეობას მიიღებს ახალ რეალიტი-შოუში-"ჯექსონები-შემდეგი თაობა", ვნახავთ რამდენად პოპულარული გახდება ტელეპროექტი და მისი ჰონორარი მიაღწევს თუ არა იმ რაოდენობას, რასაც კარდაშიანების ოჯახი საკუთარი რეალიტი-შოუდან იღებენ.


ამასობაში კი 34 წლის მოდელი მეორე ბავშვს ელოდება, მისი ფეხმძიმობის შესახებ 1 ივლისს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს იგი ცოლად გაჰყვა რეპერ კენი უესტს, ამავე წელს წყვილს ეყოლა პირველი გოგონა-ნორტ ვესტი.

image

0
2738
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0