x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ჩემი გადადგომის დღე დადგა! მივდივარ საკუთარი სურვილით და ჩემს ადგილზე ვტოვებ ძალიან მაგარ გოგოს"-ნანუკა ჟორჟოლიანი
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. თითქმის ყოველდღიურად გვიზიარებს საკუთარ ფოტოებსა თუ შეხედულებებს. დღეს მისი ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე 18 წლის გახდა. ჟურნალისტი 16 წლის იყო, როდესაც დედა გახდა. უფროს ქალიშვილთან გამორჩეული ურთიერთობა აქვს, მეგობრობენ, ერთად გაიზარდნენ და ფაქტიურად, ტყუპებივით არიან.

"8 წლის ხდებოდა, შევიდა მისივე დაბადების დღის დარბაზში და არ მოეწონა ბავშვური გარემო. გაბრაზებულმა მითხრა, მე უკვე დიდი ვარ ამ ყველაფრისთვისო. მას შემდეგ ამას მიმტკიცებდა სულ. მიმტკიცებდა, რომ დიდი იყო.

კარგად მესმოდა მისი. მეც სულ იგივეს ვამტკიცებდი, ამიტომ ვცდილობდი თანაბარი ურთიერთობები მქონოდა მასთან.

12 წლის იყო როცა ავუხსენი, რომ 18 წლამდე მე ვიქნებოდი მისი "უფროსი". ფაქტია ეს არ მოსწონდა, მაგრამ არგუმენტები ჩემს მხარეს იყო.


ჰქონდა მცდელობა 16 წლამდე გადმოეწია ჩემი "უფროსობის" ვადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დამნებდა. მაშინ როცა 17 წლის გახდა ვუთხარი რომ ბოლო წელი ჰქონდა. მერე უკვე იწყებოდა ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა თავისუფლება მეტი ექნებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მისივე გადაწყვეტილებაზე. ღიმილით შემომხედა, მაგრამ ვატყობდი აღარ ჩქარობდა ისე როგორც მაშინ, როცა 8 წლის ხდებოდა.

რაც უფრო მეტად იზრდებოდა, მით უფრო მეტად იკლებდა დისტანცია ჩვენს შორის და ასე გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველაზე ახლო ადამიანი. ყველაზე ძვირფასი.

მოკლედ, ჩემი გადადგომის დღე დადგა. "უფროსობის" პოსტიდან. მივდივარ საკუთარი სურვილით და ჩემს ადგილზე ვტოვებ ძალიან მაგარ გოგოს, რომელმაც ახლა უკვე ჩემზე კარგად იცის, როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება"-წერს ნანუკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. image

0
1848
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0