x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 ყველაზე გავრცელებული მითი: მშიშარა სირაქლემიდან დაწყებული და აინშტაინის ოროსნობით დამთავრებული

მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო, დიდი ხნის წინ, მეცნიერების მიერ უკვე დამტკიცებულია, საზოგადოებაში ისევ გავრცელებულია მითები ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. აქ წარმოდგენილია 12 ყველაზე გავრცელებული მითი, რომლისაც ჯიუტად სჯერა ადამიანების უმრავლესობას.


1. ხარი წითელ ფერზე რეაგირებს


ეს სიმართლეს არ შეეფერება. ხარი პრაქტიკულად ვერ არჩევს ფერს. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ თეთრი ფერია, რომელსაც ხარი ყველაზე უკეთესად ხედავს. ხოლო, წითელი ფერისადმი, ის საერთოდ გულგრილია. «მაგრამ კორიდა?» – იკითხავთ თქვენ. ითვლება, რომ წითელი ფერი მულეტისთვის ესთეტიკური მოსაზრებით შეირჩა, რომ მაყურებლისთვის მეტისმეტად შესამჩრევი არა ყოფილიყო სისხლი.

12 ყველაზე გავრცელებული მითიხარები რეაგირებენ მოძრავ ქსოვილზე

და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერის იქნება ის.



2. სირაქლემა საფრთხის დროს, თავს ქვიშაში რგავს


ესეც «ზღაპარია». სირაქლემა, როდესაც საფრთხეს გრძნობს, იმას აკეთებს, რასაც ყველა ცოცხალი არსება მსგავს სიტუაციაში – გარბის.

ლეგენდა, სირაქლემის მიერ ქვიშაში თავის ჩარგვის შესახებ, რომის იმპერიის პერიოდიდან იღებს სათავეს. შესაძლებელია ამ ლეგენდას საფუძვლად ის დაედო, რომ როდესაც სირაქლემა ბუდეში ზის კვერცხებზე და საფრთხეს იგრძნობს, ის ცდილობს თავის ირგვლივ მიწის გაბნევას და თავის დამალვას, რომ სავანის ფონზე შეუმჩნეველი იყოს. მაგრამ თუ საფრთხე ძალიან მიუახლოვდა, კვერცხებს ტოვებს და უკანმოუხედავად გარბის. სხვათა შორის, მას შეუძლია 80კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

რეალურად, ქვიშაში თავჩარგული სირაქლემა, დღემდე არავის უნახია.



3. ბანანი პალმაზე იზრდება


ეს ასე არ არის. მცენარე ბანანი – არის გიგანტური ბალახი (სიმაღლე 10 მ-მდე!). რომლის ღერო ფოთლებით იქმნება.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბანანი - ხილი კი არა, კენკრაა.



4. აინშტაინი ოროსანი იყო


ზარმაც და დაუდევარ მოსწავლეებს, თავისი უცოდინრობის გასამართლებლად, ერთი არგუმენტით ნაკლები უნდა ჰქონდეთ. აინშტაინს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დასწამეს ცილი. ის ფრიდოსანი არა ყოფილა, მაგრამ საკმარისად კარგად სწავლობდა. ერთადერთი დაბალი შეფასება მის ატესტატში, არის 3 - ფრანგულ ენაში.

12 ყველაზე გავრცელებული მითიაინშტაინი ატესტატი. ნიშნები დაწერილია ექვსბალიანი სისტემით



5. ღამურები ვერაფერს ხედავენ


ესეც ტყუილია. მეცნიერები ამტკიცებენ: ღამურებს სავსებით ნორმალური მხედველობა აქვთ. ისინი კარგად ხედავენ დღე, მაგრამ საკვების მოსაპოვებლად ღამე გადიან და ნადირობის დროს, მხედველობის ორგანოებთან ერთად, ექოლოკაციას იყენებენ.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

ღამურები ერთმანეთს უთავსებენ ჩვეულებრივ მხედველობას და ექოლოკაციას



6. მეხი ერთ ადგილზე ორჯერ არ ეცემა


ესეც მცდარი აზრია. ამასთან სახიფათო! ზოგიერთ შენობას, წელიწადში ათობით მეხი ეცემა. მაგ., ჩიკაგოს სატელევიზიო ანძას, წელიწადში 40 დან 90-მდე მეხი ეცემა.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

ერთი და იგივე ადგილზე მეხი რამდენჯერმე შეიძლება დაეცეს.



7. აქლემი კუზებში წყალს აგროვებს


არ არის სწორი. დამტკიცებულია, რომ აქლემს კუზებში წყალი კი არა, ქონი უგროვდება. რომლის წყალობით, აქლემს დიდი ხნის მანძილზე შეუძლია საკვების გარეშე ყოფნა. ხოლო ის, რომ აქლემი წყლის გარეშეც ძლებს, ხანგრძლივი დროის მანძილზე, მისი გამოყოფის სისტემის და შინაგანი სტრუქტურის აგებულების დამსახურებაა.


12 ყველაზე გავრცელებული მითი

აქლემის კუზებში წყალი კი არა, ქონი გროვდება.



8. ფრაზა «და ის მაინც ტრიალებს!» ეკუთვნის გალილეის


ეს მხოლოდ ზღაპარია. სინამდვილეში ისტორიკოსებმა გამოიკვლიეს, რომ გ. გალილეის არასოდეს უთქვამს ეს ფრაზა. ფრაზა მისი სიკვდილის შემდეგ 1643 (1645?) წ. გაჩნდა, როდესაც სურათზე, რომელზეც გალილეო დილეგში იყო გამოსახული, ვიღაცამ მიაწერა «და ის მაინც ტრიალებს!»

12 ყველაზე გავრცელებული მითი

გალილეო გალილეი იძულებული იყო უარი ეთქვა თავის მრწამსზე

და ის მოგვიანებით ვეღარ იტყოდა ამ ფრაზას.



9. ბაყაყის ხელში აყვანა – მეჭეჭს აჩენს


ეს აბსურდი შესაძლებელია მეტისმეტად ყურადღებიანმა და წინდახედულმა მშობლებმა მოიგონეს. სინამდვილეში, მეჭეჭი არც ბაყაყისგან და არც გომბეშოსგან არ ჩნდება. მისი გაჩენის მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსია.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

ბაყაყი მეჭეჭს ვერ გააჩენს, რადგან მისი გამომწვევი ვირუსის გადამტანი არ არის.



10. ბევრი სიცილის შემთხვევაში - სახეზე მიმიკური ნაოჭები ჩნდება


ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მედიკოსი ცდილობს სიცილის რეაბილიტირებას. ისინი ამტკიცებენ, რომ სიცილი სახის კანის დაბერებას კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მას ატონიზირებს.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

ღიმილი ქალს მხოლოდ ამშვენებს!



11. ნერვული უჯრედების ასღდგენა არ ხდება


ეს მითია - მათ სასიხარულოდ, ვინც გამუდმებით სტრესულ პირობებში ცხოვრობს. მეცნიერება აცხადებს: ტვინში გამუდმებით მიმდინარეობს ნეიროგენეზისი – ნერვული უჯრედების განახლება. ასე რომ – ნერვული ქსოვილის აღდგენა ხდება. ამასთან, ეს ხდება ნებისმიერ ასაკში. აღნიშნული პროცესი ასაკის მატებთან ერთად ნელდება, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

მართალია, ნერვული უჯრედების აღდგენა ხდება,

მაგრამ მათი გაფრთხილება მაინც საჭიროა.



12. ჩინეთის დიდი კედელი - ადამიანების მიერ შექმნილი, ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც მთვარიდან ჩანს.


ეს მითია, რომელიც ალბათ ჩინელებმა მოიგონეს. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე, არანაირი კედელი არა ჩანს. მაგრამ, კარგად ჩანს დიდი ქალაქების სინათლეები. ხოლო ქვედა ორბიტიდან, საიდანაც ჩინეთის კედელი ჩანს, ასევე ჩანს ეგვიპტის პირამიდებიც.

12 ყველაზე გავრცელებული მითი

0
835
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0