x
image
Guns N Roses
კოსმოსური ნაგავი კრიტიკულ მასას მიუახლოვდა - ნასას შეტყობინება

image












ნაგავი უბრალოდ არ "დაფრინავს" კოსმოსში, ის დედამიწის მიზიდულობის მეშვეობით უახლოვდება და დაფრინავს დედამიწის ირგვლივ. 1957 წლიდან, როდესაც იქნა გაშვებული პირველი თანამგზავრი ადამიანებმა საშინლად დააბინძურეს კოსმოსი. უახლოეს მომავალში ამ ფაქტმა შეიძლება კოსმოსზე დაკვირვებას შეუშალოს ხელი და ასევე საშიში გახდეს დედამიწისთვის. ყოფილი მეცნიერი, რომელიც ნასას წევრი იყო აცხადებს - "საკმაოდ დიდი ზომის ობიექტები ერთმანეთს ეჯახებიან და წარმოქმნიან პატარა კოსმოსურ ნაგავს, უფრო სწრაფად ვიდრე მისი გაწმენდა ხდება."


ის აცხადებს, რომ საბოლოოდ დედამიწის ირგვილვ იმდენი ნაგავი იქნება, რომ კოსმოსზე დაკვირვება შეუძლებელი გახდება. ამჟამად ნახევარი მილიონი კოსმოსური ნაგავი იმყოფება დედამიწის ორბიტაზე. დაახლოებით 23 000 არის საფეხბურთო ბურთის ხელა.

კოსმოსური ნაგვის ზომა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასევე მეცნიერების განცხადებით, ის სისწრაფე, რითიც ისინი მოძრაობენ ძალიან საშიშია. დედამიწიდან დაახლოებით 320 კილომეტრის მოშორებით, ეს ნაგავი დაფრინავს დაახლოებით 8 კილომეტრი წამში. შედარებისთვის: ტყვიის სისწრაფე, რომელიც ნასროლია АК-47-ის ტიპის ავტომატიდან წარმოადგენს დაახლოებით 715 მეტრს წამში.

2009 წელს ერთმანეთს შეეჯახა რუსული და ამერიკული თანამგზავრი. რეზულტატი კატასტროფული იყო, ორივე თანამგზავრი განადგურებული, ხოლო დედამიწის ირგვლივ წარმოიშვა დაახლოებით ორი ათასი ახალი კოსმოსური ნაგავი.

0
381
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0