x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (4 ნაწილი)

image


მივუახლოვდით თავისუფლების ეპიცენტრს, გასული პარასკევის მსგავსად ისევ დიდი კოცონი ენთო, ხალხთა სიმრავლე ვერ შევამჩნიე, თუმცა ისევ ისე "მოზასავე წყვილები", არაფხიზელი ახალგაზრდები და ტვინს რომ აგხდიდათ, ისეთი მძიმე მუსიკა ისევ ისმოდა. ჯონი ჯერ არ მოსულიყო, ამიტომ ბაბი ჩემთან ერთად დაჯდა კოცონთან და ვსაუბრობდით. ყიჟინი და ცეკვა გაჩერებულმა მუსიკამ შეწყვიტა, რამაც უკმაყოფილო ახალგაზრდების საყვედურები გამოიწვია. მეც სწორედ იქით ვიყურებოდი, საიდანაც მძიმე მუსიკა აღარ ისმოდა და თომა შევნიშნე, ხელში რაღაც დისკი ეკავა და ეს ტვინისამხდელი, რაღაც კუბური, წყნარი მუსიკით ჩაანაცვლა. ერთეულები მაშინვე წამოხტდნენ და აყვნენ რითმებს. ეს უკვე სხვა საქმეა, ზუსტად ჩემი სტილია, წამოვაგდე ბაბი და მოცეკვავე ნაკადს შევერიეთ. თომა მომღიმარი მიყურებდა და მეც ცეკვა-ცეკვით წავედი მისკენ.


-- კარგი არჩევანია თომა.


* * დავიჯერო მოგეწონა?


-- რა თქმა უნდა მომეწონა.


მივუგე და თავმომწონედ ვარხევდი რითმისებურად სხეულს. თომა მშიერი მგელივით შემომცქეროდა და ისიც სხეულის რხევით მათვალიერებდა ზევიდან-ქვევით, ქვევიდან-ზევით. ყველა დაწყვილდა და უფრო გამხიარულდა. მუსიკის დასასრულს კი გამოვეყავით საზოგადოებას ჩვენ ორნი და დიალოგი გავმართეთ, იმედი მქონდა ხელს ეხლა მაინც აღარაფერი შეგვიშლიდა.


-- წელს ამთავრებ შენ სწავლას ხომ?


* * კი ნატალი, წელს ვამთავრებ და საკუთარი მუსიკალური სტუდიის გახსნას ვგეგმავ.


-- დიდი გეგმები გქონია.


* * რატომაც არა. შენ რას აპირებ ნატალი?


-- მე... მე საკუთარი ჟურნალი მინდა მქონდეს, რატომაც არ უნდა მინდოდეს რაღაც განსხვავებული. ადამიანები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, რომ ვუყურებ, არავის არაფრის კეთება არ უნდა.


აღელვებული ვლაპარაკობდი მომავალ გეგმებზე, რომელიც ეხლახანს მომივიდა თავში აზრად და თან მიკვირდა, წამის მეასედში ვაანალიზებდი ეს რამ მათქმევინა, ქიმია ხომ ჩემთვის ყველაფერი იყო. თომამ აღარ მაცადა საუბრის გაგრძელება და მოულოდნელი კოცნით გამაჩუმა. ჩემი პირველი კოცნა. არ შევეწინააღმდეგე, პირიქით, კისერზე მოვხვიე ხელები და მეც ავყევი. ტბასთან ვიჯექით, ვარსკვლავები ანათებდნენ წყვდიადს, სასიამოვნო საღამო იყო ნამდვილად. შევთანხმდით, რომ ორშაბათს 3 საათზე ლექციებს შორის ფანჯრის დროს შევხვდებოდით. სახლში ბედნიერი დავბრუნდი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი საღამური, წამოვგორდი საწოლზე, ჩავიხუტე ბალიში და თომაზე ვფიქრობდი, ჩვენზე და ჩემს პირველ კოცნაზე.


უქმეები ჩოგბურთის თამაშში გავატარე მშობლებთან ერთად, აბა ვაჩეს ხომ კაცი ვერ იპოვის ვერასდროს, მშობლებიც ხელს უწყობენ ფინანსებით მის უსაქმურობას. ორშაბათს ჩვეული რითმით წავედი სასწავლებელში, პრაქტიკული გვქონდა და ახალი ნაშრომები უნდა მეცადა დანიელთან ერთად, თუმცა "გადამაგდო" და საერთოდ არ შემოვიდა აუდიტორიაში. ეს ბიჭი ხომ საერთოდ ვერაა, რას აკეთებს, თვითონ არ ფიქრობს მომავალზე, მე რაღას მერჩის, არა, არა... ეს მეტისმეტია, ვეღარ ავიტან მის გამოხტომებს. სხვა ლექციებს ესწრებოდა და პრაქიკაზე არ შემოვიდა, ამან გამაღიზიანა, ჩემი მოთმინების ფიალის გამოცლა უნდა ალბათ, ამიტომ ლექციები რომ დასრულდა უკან ავედევნე, თავის პიკაპს რომ მიუახლოვდა, ვეძახე, მაგრამ ირონიულად ეღიმებოდა და არც კი შემომიბრუნდა. ლამის ჭკუიდან გადამიყვანოს ამ გამოშტერებულმა. არ შევწყვიტე ძახილი, დანიელ ლაბორატორიულზე რა ვქნათთქო, ბოლოს გამოყო თავი ავტომობილის ჩაწეული მინიდან და მანიშნა ჩაჯექიო.


-- არსადაც არ ჩავჯდები, ლაბორატორიულზე რა ვქნათთქო გეკითხები!


ავუწიე ტონს და ველოდი პასუხს, მან კი მომღიმარი სახით ნელა დაძრა ავტომობილი და თან მომაძახა.


* * საჭესთან უკეთ ვაზროვნებ. როცა აგავას საჭირო ტემპერატურამდე გავაცხელებთ, მივიღებთ კალის ოქსიდს, რომელსაც...


მაგრამ სიტყვა აღარ ვაცადე, გავეკიდე ყვირილით მომიცადეთქო და ჩავჯექი მის ავტომობილში.


* * მოკლედ, მასა მოლებში უნდა გადავიყვანოთ, მერე მოლების დიდი რაოდენობა უნდა გავყოთ პატარაზე.


განაგრძო საუბარი დანიელმა, მე კი ჩემი წიგნაკი ამოვიღე და თან ვიწერდი ყველაფერს და ვასრულებდი მოქმედებებს.


-- კარგი და ე.ი. მივიღეთ 0, 0713 კალიუმი და 0, 05 ჟანგბადი.


* * მოლთან შეფარდებით რა გამოგვივიდა?


-- მოლებთან? ეს რა არის?


* * ის, რისი გარკვევაც შენ გჭირდება.


-- კი, მაგრამ შენ ხომ უკვე იცი პასუხი? ღმერთო ჩემო, სად მივდივართ დანიელ? ნუ მაიმუნობ დანიელ, 3 საათზე სასწავლებელში უნდა ვიყო.


* * კარგი რაა, მშვენიერ ყვითელ პიკაპში ვზივართ, წინ უსასრულო გზაა და ჩვენი უამრავი შესაძლებლობა. მიდი, აირჩიე ადგილი სად წავიდეთ.


-- კარგი, ვირჩევ, რომ ჩვენი ლაბორატორიული სამუშაო ეხლავე დავასრულოდ.


* * როცა საჭეს ვმართავ, კონცენტრირებას ვერ ვახერხებ.


-- მაშინ სადმე გადაუხვიე და ეხლავე დავასრულოდ.


ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, კინაღამ თავით გამატანინა მინა. ახლო მდებარე კვების ობიექტში ერთი ბუტერბროდი იყიდა, მანიშნა მომყევიო და თან განაგრძობდა სამუშაოს.


* * გამოდის, რომ მოლების შეფარდება არის ერთი-ორზე, მაგრამ ეხლა კალების და ჟანგბადის პოტენციული მჟავიანობა უნდა გამოვთვალოთ.


-- როგორ?


* * წახემსების დროა.


მითხრა და კვლავ წინ გამიძღვა, ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტს მივუახლოვდით და მის შენობაში შევიდა, მეც ყურმოჭრილი მონასავით შევყევი უკან. დაცვას ძველი ნაცნობივით მიესალმა, თუმცა კაცმა თვალები მოჭუტა იმის ნიშნად, რომ ეცნო ეს უცნობი ნაცნობი. სამგზავრო ლიფტი გამოიძახა და ვიღაც ორ, შარვალ-კოსტუმიან და ყლინჯიან კაცთან ერთად ვიმგზავრეთ, თან არ წყვეტდა საუბარს, საქმიანი კაცის იმიჯს ირგებდა. ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდით და ამიტომ შევუტიე.


-- როგორც წესი, პიკნიკებს ღია ცის ქვეშ აწყობენ.


* * რას ლაპარაკობ, მართლა? და სად წაიკითხე, პიკნიკების სახელმძღვანელოში?


-- სასწავლებელში წამიყვანე ეხლავე.


* * არა, აჯობებს მშვიდ და მისაღებ გარემოში დავასრულოთ საქმე.


თქვა და რაღაც კაბინეტის კარი შეაღო. მე გაბუტული ბავშვივით ვიდექი ერთ ადგილას და ფრთხილად ვათვალიერებდი გარემოს. ბუტერბროდი რაღაც გრძელ, სათათბირო მაგიდაზე დადო, სკამზე დაჯდა, ფეხებიც მაგიდაზე შემოალაგა, საუზმე შუაზე გახლიჩა და ერთი ნახევარი გამომიწოდა, თუმცა უარი ვუთხარი, ჭამა დაიწყო და ისევ განაგრძო საუბარი.


* * ოდესღაც შენც ასეთი სამსახური გექნება და გარემოებას მიეჩვევი.


-- შეჩვეული ვარ, მამაჩემი უკვე მუშაობს მსგავს გარემოში.


* * ვაა, მართლა? ბუღალტერია? სატელოფონო კომპანიების მენეჯერი? ბანკირი?


აგრძელებდა ჩამოთვლას, მე კი თავის გაქნევით ვანიშნებდი რომ ვერ გამოიცნო.


-- სარეკლამო სააგენტოში გაყიდვების მენეჯერია. აზრების წაკითხვის ნიჭი საერთოდ არ გაქვს.


სკამით ჩემსკენ მოხოხდა, თავზე ხელი დამადო და დაიწყო.


* * ყოველ დღე უამრავ ქაღალდთან აქვს საქმე, ამ ქაღალდებს ერთი ადგილიდან მეორეზე დებს და ეზიზღება საკუთარი სამსახური. შენს ასაკში რომ იყო, ჩოგბურთზე ოცნებობდა, მაგრამ არ მიიღეს, სწორედ ამიტომ შენზე დაიწყო მუშაობა მისი ოცნება რომ აგესრულებინა. შენ კი ხარ ნატალი, თქვენი ოჯახის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე, სწორედ ის გოგონა, რომელსაც 24 საათი ჩუგბურთის თამაში საშინლად მობეზრდა. ჰაა, რას იტყვი, ეხლა როგორ გამომივიდა?!


რამდენიმე წამი გავჩუმდი და მივხვდი, რომ აბსოლიტურად მართალი იყო დანიელი, სიმართლეს გავუსწორე თითქოს თვალი, თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ არ მინდოდა შემმჩნეოდა, გავიღიმე, ბუტერბროდი გამოვტაცე, მოვაკბიჩე და თან ვუთხარი, რომ ეხლა შესანიშნავი იყო მისი ლოგიკა, ბუტერბროდსაც არაუშავდა. ამასობაში კი კაბინეტში პერსონალმა შემოგვისწრო და დაცვამ ეზომდე მკაცრი გამომეტყველებით გამოგვაცილა. სიცილით და ყიჟინით ჩავჯექით მის პიკაპში და ეხლა მე შევეცადე ჭკვიანი გოგოს როლი მეთამაშა და მისი აზრები წამეკითხა. საჭეს მართავდა, მე კი თავზე დავადე ხელი როგორც მან და დავიწყე.


-- შენ ოჯახში დედისერთა ვაჟი ხარ, დედა სწრაფი კვების ობიექტში მუშაობს, მამაშენი მშენებელია და პატარა, ერთსართულიან სახლში ცხოვრობთ. აბა, როგორ გამომდის?


* * მე ორი ძმა და სამი და მყავს, მამა უძრავ ქონებას ყიდის, დედა მას ეხმარება. ჰო და კიდევ ჩვენ სამსართულიან კერძო სახლში ვცხოვრობთ.


-- სად?


* * მთავარი გზიდან მეორე გადასახვევში.


-- რას ამბობ, იმ ძველ და ლამაზ სახლში? ძალიან მაგარი ადგილია.


* * სწორედ მანდ ვცხოვრობ მე.


ამასობაში მოვედით სასწავლებელთან, 3 საათს კარგა ხანია გადაცდა. ბიბლიოთეკაში ავედი, სადაც ბაბი და კიდევ ორი ჩემი ჯგუფელი დამხვდა. მაშინვე გვერდით მომიჯდა ბაბი და საყვედურებით ამავსო.



* * არ თქვა ეხლა, რომ იმ უცნაურ და დარტყმულ ტიპთან ერთად სადმე იყავი. ფანჯრიდან დავინახე როგორ მოგიყვანა თავისი პიკაპით, თანაც შენი ავტომობილი ეზოში დგას გაუნძრევლად.


-- დარტყმული სულაც არ არის. თომა უკვე წავიდა?


* * ხომ დაპირდი, რომ შეხვდებოდით? გიკითხა და ვუთხარი საქმეზეა გასულითქო, გელოდა და წავიდა. ნატალი იმ იდიოტთან რას აკეთებდი?


-- ლაბორატორიულს.


* * სწორად არ იქცევი.


-- იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე გვეგონა.


* * რა თემაზე მუშაობდით?


-- რას გადამეკიდე, დასამთავარებელი გვქონდა ერთი ფორმულა ცდისათვის და დავამთავრეთ. დღეს რა გჭირს ბაბი, მოხდა რამე?


* * საათებია ვზივარ ბიბლიოთეკაში და ვერაფერს ვერ მოვაბი თავი, ალბათ იმიტომ, რომ მე და ჯონიმ ვიჩხუბეთ.


-- დაწყნარდი სულელო, რამეს აუცილებლად მოგიფიქრებ. შენ და ჯონის ჩხუბი კი არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება ვიცი.


ცოტახანს დავრჩი ბიბლიოთეკაში, დანიელის ფორმულები გავაანალიზე, გადავათეთრე და წავედი სახლში, უნდა მესადილა და დამესვენა, რადგან საღამოს ჩოგბურთი მაქვს უკვე ცოცხალ პარტნიორთან, არა, უფრო სწორედ მეტოქესთან შერკინება.


2
78
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
2015, 9 ოქტომბერი, 23:20
მადლობა გუჯა
2015, 9 ოქტომბერი, 22:14
გავაზიარე
0 1 2