x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიგოთ რა ნიჭი გაგვაჩნია? "ადამიანის დანიშნულების ანალიზი."

image











მაქვს თუ არა მე ტალანტი? იქნებ მე იმ საქმეს არ ვაკეთებ რისი ნიჭიც მაქვს? იქნებ მე სხვა რამისთვის გავჩნდი? - ეს კითხვები აწუხებს ძალიან ბევრს, ასაკის მიუხედავად.

გაიღეთ ცოტა დრო, რომ გაერკვეთ თქვენს თავში. რაც უფრო ხშირად გადადებთ ამ საქმეს მით უფრო დიდხანს იქნებით გაურკვევლობაში.

ამ სტატიაში გთავაზობთ გაეცნოთ ფსიქოლოგ, ივან პიროგავას ნამუშევარს "ადამიანის დანიშნულების ანალიზი." «Анализ предназначения человека».



პირველი ნაბიჯი: დაასახელეთ თქვენი ოცნება.

პირველი რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს არის გავიხსენოთ ყველა ოცნება: რაზე ოცნებობდით ბავშვობაში, გარდატეხის ასაკში, სკოლაში, ინსტიტუტში, "დიდურ ცხოვრებაში". ჩაიწერეთ ისინი.



მეორე ნაბიჯი: გავყოთ "გვქონდეს" და "ვიყოთ"


ესეიგი ოცნებები ჩავიწერეთ. ახლა კი დროა დავყოთ კატეგორიებად "გვქონდეს" და "ვიყოთ".
კატეგორია "გვქონდეს" არის - არის ოცნება გვქონდეს რაიმე.
კატეგორია "ვიყოთ" არის - ოცნებები სადაც ხედავდით თქვენ თავს ვინც გინდათ, რომ ყოფილიყავით.
ახლა გამოყავით "ვიყოთ" ცალკე კატეგორიად, საუბარი მხოლოდ ამაზე გვექნება.

მესამე ნაბიჯი: რა იწვევდა თქვენში შინაგან "გამოპასუხებას"?


გაიხსენეთ, როდესაც ადამიანებს აკვირდებოდით მოგდომებიათ თუ არა ყოფილიყავით მათ ადგილას? გიგრძვნიათ "განსაკუთრებული კანკალი"? ჩაიწერეთ.


მეოთხე ნაბიჯი: რისი კეთება გიყვარდათ?


სიაში, რომელიც შევადგინეთ წინა ნაბიჯების მიხედვით დაამატეთ ყველა საქმიანობა, რომლებმაც სიამოვნებ გაგრძნობინათ. რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში? სიყმაწვილეში? რა საქმიანობა გაბედნიერებთ ახლა?

მეხუთე ნაბიჯი: "ვყრით ზედმეტს"

ახლა შეამოწმეთ ყველა ჩაწერილი ოცნება შინაგანი გამოპასუხებით. გადაიკითხეთ ოცნებები "ვიყო" და შედით როლში, რომელზეც ოცნებობდით. უსმინეთ თქვენს გრძნობებს. წარმოიდგინეთ, რომ ეს როლი რეალობაა და არა ოცნება. რას აკეთებთ ამ მომენტში? რას საქმიანობთ? რას ხედავთ? რა გესმით? და ბოლოს, რას გრძნობთ?
როგორც კი შეხვალთ როლში მიაქციეთ ყურადღება ემოციებს. შემდეგ კი შეაფასეთ ემოციის ძალა ქულებით 0-დან 10-მდე.

მეექვსე ნაბიჯი: დაუნობლად ვშლით.

ახლა კი წაშალეთ ოცნებები, რომლებმაც ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს. ეს ის ოცნებებია, რომლებზეც ახლავე შეგიძლიათ თქვათ უარი.

მეშვიდე ნაბიჯი: დაჯგუფება.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა რეალური სია თქვენი დაბადებული ნიჭის, წარმოდგენილი ოცნებებით. დააკვირდით სიას და უპასუხეთ კითხვებს: შეიძლება სიის დაჯგუფება? რომელი პუნქტები შეიძლება იყოს ახლო კავშირში?

მაგალითად, თქვენს სიაში არის "მინდა ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში", "მინდა გახვდე მწერალი", "მინდა შევისწავლო საინტერესო ენები". ნათელია, რომ ოცნება ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში შეესაბამება ოცნებას ვისწავლო საინტერესო ენები. და ოცნება მინდა ვიყო მწერალი შეიძლება შეესაბამებოდეს ოცნებას ვიმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში. სამივე პუნქტი ლამაზად ავსებენ ერთმანეთს.

მერვე ნაბიჯი: ვაძლევთ სახელებს ჯგუფებს.

შეხედეთ ჯგუფებს და მიეცით სახელი თითოეულ ჯგუფს. სახელმა უნდა გვითხრას თქვენი ნიჭის შესახებ, რომელმაც შექმნა მთელი "შეერთება" თქვენს ოცნებებს შორის.

მეცხრე ნაბიჯი: ვეძებთ კავშირს ჯგუფებს შორის.

ჩვენ თითქმის დავამთავრეთ. ახლა უნდა გავიგოთ რა კავშირში არიან ჯგუფები ერთმანეთთან, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს. ამისთვის ამოწერეთ ჯგუფები ცალკე სიით. შეხედეთ სიათ და იფიქრეთ ერთი ჯგუფის არსებობა როგორ "ეხმარება" მეორეს. ჯგუფებს ყოველთვის გააჩნიათ რაღაც საერთო.

მეათე ნაბიჯი: ვეძებთ როგორ გამოვიყენოთ თქვენი ნიჭი.

იფიქრეთ და ჩაიწერეთ ყველა შესაძლებელი ვარიანტი თქვენი ნიჭის გამოყენებისთვის, რეალურ ცხოვრებაში. რა პროფესიაა ეს? შეიძლება თქვენი ნიჭი რამოდენიმე პროფესიას ერგება? რაც უფრო მეტი ვარიანტია მით უკეთესი.

მეთერთმეტე ნაბიჯი: საბოლოოდ გავერკვეთ საყვარელ საქმიანობაში.

ჩაიწერეთ თქვენი ნიჭის სავარაუდო გამოყენების სია? შესანიშნავია, ახლა შეაფასეთ თითოეული მადგანი ქულებით 0-დან 10-მდე. ამის შემდეგ თქვენ საბოლოოდ გაარკვევთ კონკრეტულ მიმართულებას, რომელიც
ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ამ მიმართულების დახმარებით იქნებით ბედნიერი, წარმატებული. როდესაც იცი რომ ამ საქმის ნიჭი გაქვს და გიყვარს ეს საქმე ყველაფერი ისე არის როგორც საჭიროა...

1
370
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
370
  
2021, 4 აგვისტო, 23:12
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა
0 1 1