x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (2 ნაწილი)

image


9 საათთან ერთად ნერვიულობაც მიახლოვდებოდა. ვიდექი სახლის წინ გარეთ,

გავყურებდი გზას და თან თითებს ვიტკაცუნებდი მღელვარებისგან. მე და ბაბიმ ერთად წასვლა გადავწყვიტეთ, რადგან ეს ჩემი პირველი საღამო იყო "მათ" წვეულებაზე. ჯონი მარტო გაუშვა და ჩვენ ჩემი ავტომობილით მოგვიანებით შევუერთდებოდით მეგობრებს. თავში ათასნაირი აზრი, ინტერესი და წარმოდგენა იძერწებოდა ამ საღამოსთან დაკავშირებით, სულ მაინტერესებდა ყოველ შაბათ-კვირას ასე მონდომებით რათ ელოდა ყველა მასზე დასწრების უფლებამოსილი. სიო გაშლილ თმას მირხევდა, ფეხები კი ნერვიულობისგან აქეთ-იქით ტკეპნიდა ამ ერთ მეტრ მანძილს. სულ ასე იცის, დაგვიანება და ბაბი ორი ნახევარია, განუყრელი და უღალატო. აი, გამოჩნდა...


-- მადლობა ღმერთს, რომ ე.წ. "ტუსოვკის" დასასრულს არ მიმიყვანე ამ პირველ ჯერზე.


კაი ერთიო... და ენა გამოყოფილმა მანიშნა ბაბიმ ავტომობილისკენ... დავქოქე და წამებში გავიარე გზა ტბამდე, სადაც ჩვენი სასწავლებლის, ე.წ. "ნაღები საზოგადოება" იყრიდა თავს და დღეს მეც ერთ-ერთი მათგანი ვხდებოდი. როგორ უხაროდა გულს და ერთი სული ჰქონდა მათი გართობის წეს-ჩვეულებებს გავცნობოდი და ვზიარებოდი.


მივედით, ავტომობილი სხვა დანარჩენ ავტომობილებთან ერთად გავაჩერე, ტბის გასწვრივ გზის ნაპირას. მათი ჟრიამული აყრუებდა არემარეს და რაღაც გაურკვეველი სურნელება და ნისლი იფრქვეოდა იმ მხარედან, სადაც წვეულების "მეფეები" იყრიდნენ თავს. არც კი დამელოდა ბაბი ყიჟინით და კივილით გაექანა, მე კი ძლივს მივაბიჯებდი ემოციებს აყოლილი, თან ფეხები უკან მრჩებოდა. ოდნავ დაღმართს ტბის მარჯვენა სანაპიროზე ჩავყევი და ამ ფერდობიდან თვალწინ გადამეშალა სივრცე, სადაც სასწავლებლის ონავარები ცელქობდნენ. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ხელის გულზე მყავდნენ. ძალიან დიდი კოცონი ენთო, ვინ მის ირგვლივ იჯდა, ვინ გაზიან თუ ალკოჰოლურ სასმელს შეექცეოდა, თქვენდა გასაოცად "მოზასავე" წყვილიც ბევრი ვნახე, თან რა ამაზრზენად კოცნიდნენ ერთმანეთს, ამის დანახვაზე ცალი წარბი ავზიდე და განვაგრძე თვალიერება. თომას ვეძებდი, მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი და თან ნელ-ნელა წვეულების სიღრმისკენ მივიწევდი.


-- გამარჯობააა...


ყიჟინით მომესალმა უკვე პირველი, არ ვიცნობდი, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი სასწავლებლიდანაა. განვაგრძე გზა თომას ძიებაში და ბაბის მოვკარი თვალი, უკვე ჯონის ჩამოკიდებია კისერზე და თან ლუდის კათხა ეკავა ხელში. ვინ როკს უსმენდა, ვინ რეპს, ვინ სოულს, სხვადასხვა მუსიკის რითმები ერთმანეთში ირეოდა და სიამოვნების შეგრძნება ნამდვილად არ დამეუფლა სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, თან მთელი ემოციებით აყოლებდნენ ხელებსა თუ მთლიან სხეულს ამ აზელილ რითმებს. ისევ განვაგრძე გზა და ნაპირსაც მივადექი, უფრო მეტი ყიჟინი და სიცილი იქიდან მოდიოდა, ხალხის ნაკადი მიფარავდა თვალთახედვის არეალს, გავარღვიე იგი და თვალწინ გადამეშალა... ვაიმე! ღმერთო ეს რა იყო... ორი, დედიშობილა, ჰო, ჰოოო, სულ მთლად შიშველი ბიჭი სირბილსა და ტბის ნახევარის გადაცურვაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. კიდევ კარგი უკანა ხედით დავინახე, შიშველი საჯდომები აქამდეც მენახა, თუმცა მამაკაცის, ასე რალურად და თან ჩემი სასწავლებლის ბიჭების- არასოდეს. შემრცხვა და უნებური რეაქცია ვერ დავმალე, თვალებზე ავიფარე ხელი და გამოვერიდე ნაკადს. ყველა თავის სტიქიაში იყო, მე კი მოვძებნე დიდი ქვა, შორიახლოს ჩამოვჯექი და დავფიქრდი ამ ყველაფერზე. ეს რა უბედურებაა, არა, არა, ამ საზოგადოების ნაწილი ნამდვილად ვერ გავხდები, სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა და თვალის სულ ხუთ დახამხამებაში როგორ წაიშალა ყველა კარგი მოლოდინი. არა, მთლად უკმაყოფილოც არ ვარ, ბოლოს და ბოლოს რეალში ვნახე ამაზრზენი "ზასაობა" და მამაკაცის "შიშველი უკანალი" და თანაც ორი ერთდროულად :) ამის გახსენებაზე სიცილი წამსკდა და თავი ჩავხარე, არავინ დამინახოს მარტო რომ ვიცინი, თორემ ვიცი არაჯანსაღ ფსიქიკას მომაწერენ.


ღიმილი ჯერ ისევ შერჩენოდა ჩემს ბაგეს თომა რომ მომიახლოვდა და მომესალმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის სიახლოვეზე კომპლექსები მომეხსნა და საუბარი თავად დავიწყე.


–– სალამი თომა, როგორ ხარ? თუმცა რა საკითხავია, იყო აქ და ცუდ განწყობაზე- შეუძლებელია. და ისევ გავიღიმე.


* * შენ ხომ ნატალი ხარ, ყველაფრის თავი და თავი, ჩვენი ერთ-ერთი უნიჭიერესი სტუდენტი. მარტო რატომ ხარ? ნუთუ ისევ საქმე და არანაირი გართობა?!


-- აბსოლიტურად მართალი ხარ. (მივუგე სრული სერიოზული და დამაჯერებელი სახით)


* * არ გადამრიო, ახლაც მუშაობ?


–– რა თქმა უნდა, ეს არის...


და სიტყვა წვიმამ და ბავშვების შეძახილებმა გამაწყვეტინა. აი, ასეთი ხანმოკლე იყო ჩვენი პირველი ურთიერთობა გაცნობის წამიდან.


–– თომა წვიმს, კარგად იყავი.


* * კარგად ნატალი.


ბაბი მორბოდა ჩემსკენ ჯონისთან ერთად, მეც ფეხს ავუჩქარე, თან უკან ვიხედებოდი მეწეოდნენ თუ არა გვრიტები (ჯონი და ბაბი) და ვხედავდი თომა როგორ იდგა გაქვავებული და მზერას ვერ მწყვიტავდა, წვიმის წვეთებს რომ დამალვოდა, არც კი ცდილობდა. ხელებით დავიჩრდილე თმები და ავტომობილისკენ გავექანე ნაკადთან ერთად, სანამ გვრიტები მოვიდოდნენ, ავტომობილი დავქოქე, აი შემოხტდნენ კიდეც და წავედით... თითქმის ერთ კვარტალში ვცხოვრობთ ყველა, ამიტომ ისინი დავარიგე სახლებში და ბოლოს მივედი შინ. ძალიან მიყვარს წვიმა, ავტომობილით დიდი სიამოვნებით შემოვივლიდი მთელს ქალაქს ასეთ ამინდში, მაგრამ უკვე გვიანი იყო, დილით კი ისევ ადრე ვიყავი ასადგომი, 5 საათზე არა, რადგან ხვალ შაბათია, სასწავლებელში არ მივდივარ, წვეულებაც დღეს, პარასკევს დაუგეგმავად გაიმართა და ტრადიციებს რომ უღალატეს, ამიტომ არ დააცადათ წვიმამ. ხო კარგი რა იყოთ ვიხუმრე, ეს ისე, უბრალოდ ვთქვი, თორემ ცრუ მორწმუნე ნამდვილად არ ვარ და ყოველთვის მის საწინააღმდეგოს ვამტკიცებ. ისე ეხლა რა მოსატანია და მე ნატალი ვარ, თავისთავად გამიცანით, ვერ მოვაბი წარსადგენად აზრებს თავი.


შევაღე საძინებლის კარი, ტუმბოზე ავტომობილის გასაღები დავაგდე, ნამიანი ტანსაცმელი გავიხადე, ხელ-პირი დავიბანე, ჩავიცვი საღამური და შევწექი საწოლში. მინდოდა მეფიქრა თომაზე და ამ ხანმოკლე ურთიერთობაზე, თუმცა ჩემი ტვინი ამ ინფორმაციას არ მაწვდიდა და ვერ ვხვდებოდი რატომ ვატანდი თავს ძალას მასზე მეფიქრა, თავში მხოლოდ ქიმია, ფორმულები და გადამწყვეტი მომავალი წელი ტრიალებდა. მაღვიძარა დავაყენე დილის 8 საათისთვის და შევეცადე დამეძინა.



დილის 8 საათი შესრულდა და სწორედ ამ დათქმულ დროს დარეკა მაღვიძარამაც. მთელი ღამე, თავში ახალი ფორმულების ტივტივმა არ მაცადა ჩაძინება და ამიტომ ძილიდან თავის დაღწევა ძალიან გამიჭირდა. რამდენიმე წამის მანძილზე თვალს ვერ ვახელდი, ხელის ფათურით დავწვდი მაღვიძარას გასათიშად და გვერდი ვიცვალე. ისევ ჩამეძინა.

* * ნატალი, ვაჩეც გააღვიძე, დღეს ვასაქმებ და მოემზადოს.

დედის ყვირილმა გამაღვიძა ხელახლა. დაფეთებული წამოვხტი, რაც პირველი მოხვდა ხელს კარადიდან, ის ჩავიცვი და ვაჩეს ოთახის კარი ხმამაღალი კაკუნით შევაღე.

–– დეე, ვაჩე წუხელ სახლში არც მოსულა, საწოლი როგორც დავულაგე, ისევ ისეა.

ისევ გამოვიხურე კარი, ზურგჩანთა მოვიკიდე და სამზარეულოში გამოვედი, სადაც დედა დილის საუზმეს გვიმზადებდა. მაგიდა ოთხზე იყო გაწყობილი. დიასახლისი წინსაფრით ფუსფუსებდა, მამა სადილობდა და თან ლეპტოპს ჩასჩერებოდა, სპორტის და სხვა სიახლეებს ეცნობოდა.

* * ნატალი, თამაშის დღე ახლოვდება, ხომ არ დაგავიწყდა მარცხნიდან დარტყმაზე გაქვს სავარჯიშო.

–– ვიცი, დღეს სწორედ მაგაზე უნდა ვივარჯიშო. და ზურგჩანთა ძირს დავაგდე.

* * შარშანდელი რომ მახსენდება...

–– გეყოფა მამა! გავაწყვეტინე სიტყვა, თუმცა ჯიუტია და მაინც არ მომეშვა.

* * ჩაწოდებებზე მოგიგო 11 ქულით...

–– მადლობა, რომ გამახსენე.

----- წელს ბევრად სწრაფი და ყურადღებიანია. (ეცადა განემუხტა საუბარი დედას)

-- თუ მოიგებ, სამი პოზიციით წინ წაიწევ.

----- რას ნიშნავს თუ, რა უაზრო საუბარი გაქვს ძვირფასო, უიმედო, უსიცოცხლო. საყვარელო, ნაატ, დაჯექი სუფრასთან და საუზმე მიირთვი, ცილები აუცილებლად უნდა მიიღო.

თქვა დედამ, არისტოკრატიული მოძრაობით მიუჯდა მაგიდას, ხელსახოცი დაიფინა მუხლებზე და დანა-ჩანგალს ადგილები შეუცვალა. მე კი ჩემთვის განკუთვნილ, მის მიერ დაწურულ ფორთოხლის წვენს დავწვდი, ნახევარი მოვსვი და კარებისკენ ავიღე გეზი.

----- ნაატ, დაბრუნდი, მშიერი არსად არ წახვალ, ნაატ...

–– დამშვიდდი დედა, გზად ბუტერბროდს შევჭამ.

----- ბუტერბროდი საუზმე არ არის!

–– ნა ხვამ დიის. დავუმარცვლე და გავიხურე კარი.

მთელი მონდომებით ვურტყამდი ყოველ ჩაწოდებულ ბურთს ჩოგანს მარცხენა ხელით. შარშანდელი კრახი მინდა გამოვასწორო, თან მამის უიმედობა და ასეთი სასტიკი საუბარი გულს მიგმირავს, მე ხომ ყველანაირად ვცდილობდი მისი სურვილისთვის და საყვარელი სპორტისთვის პატივი მეცა და შემესისხლხორცებინა, უფრო მეტიც, ასე ძვირფასი დრო და თანაც უამრავი მქონდა დათმობილი და ნამდვილად უსამართლობაა მისი მხრიდან მსგავსი სიბრიყვე. მრისხანება მცრიდა კბილებსა და ცხვირის ნესტოებში და ოფლში გაწურული მთელი ძალით ვურტყამდი და ვიგერიებდი ბურთებს. პერიოდული დასვენებით საღამომდე ვიმეცადინე, ისეთი ღონე მიხდილი დავბრუნდი სახლში, საყვარელი ქიმიისა და ცდებისთვის ძალა აღარ დამრჩა. კიდევ კარგი, რომ დილას 10 საათზე მაქვს ლექციები, თან პირველი ცდების პრაქტიკული და ცოტას გამოვიძინებდი.



2
277
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
2015, 8 ოქტომბერი, 12:47
ჩემი სტიმული ხარ შენ :*
2015, 7 ოქტომბერი, 23:32
მომწონს მომწონს მომწონს
0 1 2