x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს ხომ საოცრებაა."დედა"
imageდაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:
- მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?
ღმერთმა დაამშვიდა:
ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
- კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას? მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
- ანგელოზი თვად გასწავლის თავის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
- შენთან როდის დავბრუნდები?
- შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
- რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ - დ ე დ ა ს



ლექსები დედაზე


დედა-ეს არის ის პიროვნება,
რომელოც ცხრა თვე მუცლით გვატარებს
დაბადებიდან აკვანში გვარწევს,
და იავნანას გვიმღერის მუდამ...
გასწავლის როგორ უნდა იარო,
როგორ თქვა დედა, როგორ თქვა მამა
გამშვიდებს მაშინ როდესაც ტირი,
გიხვევს ეზოში ნატკენ იარებს...
როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ ამას
გვინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავთ
და ვიგრძნობთ სითბოს, მის დიდ სიყვარულს...
კვლავ გავა წლები
ჩვენ თვალს გავახელთ,
ვერ ვიგრძნობთ სითბოს, წარსულ სიყვარულს
მიმოიხედავ შენ აქეთ-იქით
და დაინახავ შავები ჩაცმულს..





ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.



დედა ჩემო ძვირფასო დედა
როცა მიყურებ სიხარულით ივსები დედა
მე შენს სიტყვებში სიკეტეს ვხედავ დედა
თმაში ჭაღარა შეგრევია დედა

წელიწადის დროსავით იცვლები შენცა
ბევრჯერ ვიცი გაწყენინე დედა
მაპატიე რადგან ჯერ პატარა ვარ მეცა

დედა ბოძივით იდექი მედგრად
მე შენს სახეზე ნაოჭებს ვხედავ
იყავ დღგრძელი დიდ ხანს იცოცხლე
არ დამიბერდე ჩემო ზვირფასო დედა



შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

0
337
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0