x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ოდესაში ბალიშებზე მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება გამოჩნდა
image
ოდესაში გაყიდვაში გამოვიდა სუვენირები მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს გუბერნატორის გამოსახულებით დამშვენებული ბალიშები წარწერით: "ტკბილ ძილს გსურვებთ! ხვალ გუშინდელზე უკეთესი დღე იქნება!"


ერთი ამგვარი ბალიში 180 გრივნა (დაახლ. 8, 5 აშშ დოლარი) ღირს.

გამყდველი ხუმრობს, რომ გუბერნატორი ახლა ცნოადი სახეა და ბევრს მოსწონს.


აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გარდა ბალიშებზე გამოსახულია სცენები კონპიუტერული თამაშებიდან ან მობილური ტელეფონის აპლიკაციების სიმბოლოები. რაც შეეხება ჩვეულებრივ უკრაინელ პოლიტიკოსებს, ამ მხრივ მათზე მოთხოვნა არ არის.


თავად მიხეილ სააკაშვილი ახალ პროდუქტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:



"მე ყველას გამოფხიზლება მინდოდა და პირიქით გამოვიდა" - წერს სააკაშვილი.

0
229
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0