x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
SES-ის და HIGH TV-ის ერთობლივი პროექტი: ახალი მრავალჟანრიანი ULTRA HD ტელეარხი 24 საათიანი მაუწყებლობის რეჟიმით
imageკომპანია SES-მა სატელიტის მეშვეობით სხვადასხვა საკაბელო ქსელით ახალი 24 საათიანი მრავალჟანრიანი ULTRA HD ტელეარხის მაუწყებლობა დაიწყო.

ახალი ULTRA HD არხი High 4K TV-ის სახელწოდებით გვხვდება და 24 საათიან რეჟიმში გვთავაზობს ფართო სპექტრის მრავალფეროვან კონტენტს:

ULTRA HD ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, სპორტულ გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს.


ახალი High 4K TV არხისათვის კონტენტი სატელიტი SES-3-ის მეშვეობით გადაიცემა, რომელიც ერთერთია იმ სამი თანამგზავრიდან (SES-1, SES-3, AMC-18), რომლებიც SES-ის ULTRA HD დაჯგუფებას ქმნიან ჩრდ. ამერიკის რეგიონში. SES-ის სამი თანამგზავრი ამ რეგიონში პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე პროვაიდერებს აძლევს შესაძლებლობას 100 მილიონზე მეტ ამერიკულ ოჯახს მიაწოდოს მომსახურება თითქმის ყველა საკაბელო, IPTV და თანამგზავრული პროვაიდერის ქსელით მთელი რეგიონის მასშტაბით.



„ფართო პროგრამული ქსელის მქონე ახალი ტელეარხის ჩაშვება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩრდ. ამერიკის საკაბელო ოპერატორების დასახმარებლად,
იმისათვის, რომ მათ აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში მოახდინონ ULTRA
HD კონტენტის მიწოდება მომხმარებლებისათვის“ - აღნიშნავს სტივ კორდა, SES-ის ვიცე პრეზიდენტი ჩრდ. ამერიკაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

„ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო 4K არხისათვის, ჩრდ. ამერიკის რეგიონში მაუწყებლობა SES-ის თანამგზავრების დახმარებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მათთვის საინტერესო და საუკეთესო კონტენტი. ჩვენ მოუთმენლად ველით High 4K TV-ის გავრცელების არეალის გაზრდას და მისი მაუწყებლობის განვითარებას მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც“- განაცხადა High TV-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ჯასტინ ბორელომ.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0