x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საფრანგეთის ქალაქ შატონეფსა და ქალაქ სიღნაღს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

image4 ოქტომბერს ფრანგულ-ქართული ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ ინიციატივით, საფრანგეთის ქალაქ შატონეფსა და ქალაქ სიღნაღს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას ქალაქ შატონეფის მერი ბატონი ემანუელ დალმოტი, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გელა გელაშვილი, სიღნაღის გამგებელი ბატონი დავით ჯანიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მოსიაშვილი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა მირიან ხოსიტაშვილმა ქალაქ შატონეფის მერს და ქალაქ სიღნაღის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრობის სიგელები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქალაქ შატონეფს შორის კულტურული ღონისძიებები დაიგეგმა.

ლევან მოსიაშვილი საფრანგეთსი მოღვაწე კახელი მხატვარია, მხატვრის შეფასებით :

-დიდი ხნის ოცნება ასრულდა, სულ მინდოდა საფრანგეთისთვის კახეთი გამეცნო და კახეთისთვის ვიქტორ ჰიუგოს სამშობლო, დღეიდან სიყვარულის ქალაქი სიყვარულის ქვეყნის ოფიციალური მეგობარი გახდა, გილოცავთ ! წინ საინტერესო პროექტები გველის.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0