x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დუმული, ვით სამარე... (დასასრული)

image


ბუმბულივით ამჩატებულმა ვილმამ, შვილიშვილ ვილმასთან ერთად დატოვა სამხატვრო გამოფენის შენობა და ბედნიერებისგან ისეთი ბურუსი ჰქონდა თავში, რომ დიდი მანძილი გაიარა და პატარა ვილმას კითხვები არც კი გაუგონია.


* * * ბები კარგად ხარ? რა ხდება აღარ გინდა მითხრა? (ღიმილით წინ გადაუდგა გოგო)


--- მაპატიე საყვარელო, დავიკარგე სადღაც შორს, ჩემს ლამაზ მოგონებებში.


* * * მდაა... ასეთი უკვე მომწონხარ, ხოდა ეხლა მომიყევი ყველაფერი, ხომ იცი რომ სამარე ვარ.


--- ვიცი საყვარელო, ვიცი... შენ ხომ ჩემი ასლი ხარ.



დაჯდნენ შორიახლოს სკვერში მდებარე სკამზე და ყველაფერი მოუყვა შვილიშვილს თავისი მწარე წარსულის შესახებ. დღემაც ისე ჩაიარა, ორივე სულ დასევდიანებული დადიოდა. ვილმას კი ღამეც დაეკარგა მოსვენება, აღელვებული, აფორიაქებული იყო, არადა ბედნიერებისგან სულ სხვა განცდები უნდა ჰქონოდა, სიბერეში, თუმცა მაინც ხომ იპოვა ის, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება გაშმაგებული თვალებით ეძებდა.


გარიჟრაჟზე კი მაშინვე წამოდგა საწოლიდან, ფეხები შეაცურა სახლის "ჩუსტებში", საძინებლის ფანჯარა პატარაზე შეაღო, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, ფარდა ბოლომდე დახურა ღია ფანჯარაზე და პატარა ვილმას პლედი კარგად მიაფარა. საღამურის ამარა სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი აკანკალებული ხელებით შემოდგა ანთებულ გაზქურაზე. ისევ დაიწყეს პეპლებმა ფრენა მუცელში, ისევ ლუკაზე ფიქრებში ჩაიძირა, წარმოიდგინა თუ როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა რამოდენიმე საათის შემდეგ და რომ დარჩენილი სიცოცხლეც ერთად გაატარებდნენ, თუმცა ფიქრებიდან ჩაიდანის სისინმა რეალობაში დააბრუნა, იმ მწარე რეალობაში, რომელსაც უნდოდა თუ არა უძლებდა. უძლებდა იმ ადამიანის გვერდით ცხოვრებასა და სარეცელის გაყოფას, რომელიც არ უყვარდა და რომელთანაც ორი შვილი აკავშირებდა, იგი ყველაფერს გაწირავდა მსხვერპლად შვილების კეთილდღეობისა და რეპუტაციის გამო, თვით იმ სიყვარულის გამო, რაც ყველაზე წმინდა გააჩნდა. ფინჯანში დაასხა ცხელი წყალი, ლიმონის ნაჭერი და ორი კოვზი ჟოლო ჩაამატა და ერთი ამოსუნთქვით დალია. აღარ იცოდა რითი გაეყვანა დრო, რომ კვლავ გამოფენას მიშურებოდა, ენახა ლუკა და დარჩენილიყო სამუდამოდ მასთან.


--- არა, მეტის მოცდა აღარ შემიძლია, გული ლამის ყელში ამომივიდეს, მოსვენება დავკარგე, წავალ, ეხლავე წავალ.


შემოსასვლელის საკიდიდან შავი მოსაცმელი ჩამოხსნა, პარალელურად შავ ფეხსაცმელში ფეხები ჩააცურა და ჩაიცვა, კარი ფრთხილად მიხურა, რომ შვილიშვილს არ გაღვიძებოდა და მოსაცმელის შეკვრით ფრთხილად ჩაიარა კიბეები. მზე უკვე ამოსულიყო და ძალ-ღონის გარეშე ასხივებდა. მივიდა ვილმა შენობასთან, თუმცა ჯერ ღია არ იყო და ვერც იქნებოდა. ატეხა კარზე ბრახუნი, რაზეც დარაჯმა გამოხედა და დაჟინებით მოითხოვდა ლუკას ადგილსამყოფელის გამჟღავნებას. დარაჯმა სინანულით თავი ჩაღუნა და სდუმდა.


–-– რა ხდება შვილო, ისედაც ამოვარდნას მაქვს გული, სიხარული მეწვია და თან არ მიხარია, ხმა ამოიღე, რას დამუნჯებულხარ. (და დასწვდა მკლავზე დარაჯს)


* * * ვწუხვარ დეიდა, მაგრამ ბატონი ლუკა გამთენისას გარდაიცვალა.


წამიერად გაირინდა და გაჩერდა ირგვლივ ყველაფერი. განაგრძობდა დარაჯი საუბარს, თუმცა ვილმას ყურებსა და გონებას სხვა აღარაფერი გაუგია, რომ არ ჩაკეცილიყო, დარაჯმა ხელი მიაშველა, შეიყვანა შენობაში და სკამზე ჩამოსვა.


––– სად ცხოვრობდა, მისი ცხედარის ნახვა მინდა, ხომ მეტყვით?!


* * * დეიდა, გითხარით უკვე, რომ ანდერძად დაიბარა მაშინვე დაგვემარხა, წინასწარ ადგილიც ჰქონდა ნაყიდი, მისი დღეები კარგა ხანია დათვლილია, მაგრამ რაღაც აძლებინებდა სიცოცხლეს. გითხარით, ეტყობა ვერ გაიგეთ...


––– მაშინ მის საფლავზე წამიყვანეთ, გემუდარებით, უარს ნუ მეტყვით.


* * * ჩემი ცვლა ნახევარ საათში დამთავრდება და მხოლოდ მაშინ მეცლება.


––– კარგი შვილო, გავალ და მოვალ, მოვალ... მე მოვალ, მალე მოვალ, წავალ და მოვალ, აუცილებლად მოვალ... (გაყინული და აცახცახებული ვილმა იმეორებდა ამ სიტყვებს)


ისე დაღალა ცხოვრებამ და იმან, თუ რატომ დაიჯერა რომ ბედნიერი იქნებოდა, საკუთარ თავზე ებრაზებოდა. მთელი ცხოვრება გამოტირებული ჰქონდა საკუთარი უბედურება და ეხლანდელი ჭირისთვის ცრემლიც აღარ დარჩენოდა. გაუბედურებულმა შეაღო სახლის კარი, მაგიდის უჯრიდან კალამი და ფურცელი ამოიღო, რაღაც დაწერა, პატარა ვილმას ნაზად აკოცა, საწოლთან დაუდო და ისევ წავიდა.


დროც გავიდა ამასობაში და დარაჯმა მიიყვანა ლუკას საფლავთან. დაემხო ახლადმიყრილ, ჯერ ისევ თბილ მიწაზე და მაშინღა ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლი.


* * * ასე რატომ გამიმეტე ლუკა, სულ რაღაც ან ვიღაც რატომ გვაშორებს?! ვეღარ გავუძლებ ცხოვრებას ამდენი დარდის ამარა. როგორღა განვაგრძო ცხოვრება მას შემდეგ, რაც გულში "კიდევ ერთხელ" ჩაგიკარი და ვფიქრობდი რამდენი"კიდევ ერთი" იქნებოდა ასეთქო?! ეგოისტი ხარ, აისრულე შენი ნატვრები, გამოფენა, ჩემი ნახვა სიკვდილის წინ და მიმატოვე, არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა რომ იცოდე... ისევ ისე განაცრისფერდა სამყარო და ყველაფერი რაც ამ სამყაროშია... სულის ტკივილამდე მიყვარხარ ჩემო ბიჭო.


პატარა ვილმას მზის სხივმა მიაჭყიტა ფანრიდან, შეიშმუშნა, გაიზმორა, ფეხით გადაიხადა პლედი და ბებოს დაუწყო ძახილი, თუმცა არავინ გააგონა და სახლშიც უკუნეთი სიჩუმე იყო. ადგა გაოგნებული, ფეხშიშველმა შემოირბინა ოთახები და სამზარეულო, თუმცა მაინც ვერავინ ნახა და როდესაც დაბრუნდა საძინებელში, მაშინღა შეამჩნია საწოლთან დადებული ფურცელი, რომელზეც მხოლოდ სამი სიტყვა "დუმილი, ვით სამარე"... ეწერა. ნაწილობრივ მიხვდა, რომ ბებო ლუკასთან წავიდოდა და რაც ხდებოდა არავისთვის უნდა ეთქვა. საღამომდე არ დაბრუნებულა ვილმა სახლში, ამიტომ ამაზე უკვე შეწუხდა პატარა ვილმა, დანამდვილებით იცოდა, რომ ლუკასთან იქნებოდა, ამიტომ გამოფენას მიაშურა და სირბილით ეძებდა შიგნით ნაცნობ სახეებს, თუმცა ამაოდ. დარაჯებთან და პერსონალთან იკითხა მხატვრის ამბები და როცა გაიგო გარდაცვლილაო, თავზარი დაეცა, მიხვდა ბებია საფლავზე რომ იქნებოდა და თვითონაც იქ გაეშურა. სირბილით მიირბინა, თან ძლივსღა სუნთქავდა, გაჩერდა ბებოს დანახვაზე, წელში მოიხარა, ხელებით მუხლებზე დაეყრდნო და ქშინვით თქვა:


––– აი სად ყოფილხარ, ჯერ სახლში გელოდე, არავისთვის არ მითქვამს, დედამ კი დარეკა, მაგრამ ვუთხარი დღესაც აქ ვრჩებითქო, შენზე კი მოვატყუე ლენა ბებიასთან გავიდა წნევის გასაზომათთქო, მეტჯერ აღარ დაურეკავს. ძალიან მეწყინა ლუკას სიკვდილი ბები, მაგრამ მთელ დღეს აქ ხომ არ გაატარებ, წამოდი სახლში წავიდეთ, მოგშივდებოდა.


თუმცა მოხუცი არც კი განძრეულა, უბრალოდ მაგრად იყო ჩაბღაუჭებული საფლავის მიწას. პატარა ვილმას ცუდმა აზრებმა გაუელვა თავში და არც შემცდარა, საფლავს ვილმა კი არა, უბრალოდ მისი ცხედარი მიხუტებოდა. გოგონამ ისტერიული ტირილი დაიწყო და მიეხუტა ბებოს.


ბევრი ხვეწნის შემდეგ ვილმა ლუკას გვერდით დაკრძალეს. პატარა გოგონა გულმოდგინეთ ინახავდა ბებიის საიდუმლოს და არასოდეს ავიწყდებოდა თუ რას ნიშნავდა შემდეგი სიტყვები "დუმილი, ვით სამარე"... ხშირად აკითხავდა საფლავზე, რგავდა მრავალნაირ ვარდსა და სხვადასხვა ყვავილებს. მათი საფლავი ედემის პატარა ბაღს დაამსგავსა და იყო იმ იმედით, რომ თუ კი მართლა არსებობს იმ ქვეყნად რამე, მეორე აზრი არ არსებობს, რომ ლუკა და ვილმა აუცილებლად ერთად იქნებოდნენ, პატარა ვილმა კი მათი სიყვარულის ამბავს სამარეში წაიღებს.

1
95
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
2015, 5 ოქტომბერი, 16:15
3
0 1 1