x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სხეულის ენა

ჩვენი სხეული გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა.imageჟესტიკულაცია არის არავერბალური კომუნიკაციის ფორმა გამოხატული ხელების მოძრაობით, რომელიც ვერბალური კომუნიკაციის მაგივრად ან მის პარალელურად ხორციელდება. ჟესტიკულაციის ენა საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ სხვადასხვა გრძნობები თუ აზრები. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ.


image



ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.
არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, მცირეოდენი ტრენინგი დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.



imageსხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი ჩვეულების ცოდნა.

0
216
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0