ფსიქონევროლოგია შიზოიდი 2015, 5 ოქტომბერი, 10:26 შიზოიდი არის ქცევა, რომელიც მოგვაგონებს შიზოფრენიას. დამახასიათებელია ემოციური სიცივე, ჩაკეტილობა, გარემოდან განცალკევება. გამოირჩევიან პარადოქსული ემოციურობით. მათში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, ჭარბი მგრძნობელობა, მეორე მხრივ - ემოციური სიცივე. მათ ორიგინალურებს, უცნაურებს, ექსცენტრიკულებს უწოდებენ. მათ ყურადღებას მხოლოდ ის საკითხები იპყრობს, რომლებიც აინტერესებთ. დანარჩენისადმი სრულ ინდიფერენტულობას ამჟღავნებენ. არაპრაქტიკულები არიან. არ შეუძლიათ ჩვეული საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა. რომელიმე ერთი ფორმის მატარებელი ფსიქოპათი იშვიათია. ასეთებს მოზაიკური ფსიქოპათები ჰქვიათ. 902 4-ს მოსწონს
|