x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კოტე თოლორდავას და განო მელითაურს გოგონა შეეძინათ!(+პირველი ფოტო)
image
დღეს პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს-კოტე თოლორდავას და განო მელითაურს მესამე შვილი შეეძინათ. სამწუხაროა, რომ კოტე ამ სიხარულს ვერ მოესწრო.

ეს ინფორმაცია განო მელითაურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დაიბადა პატარა ლოლა. გოგონა 3, 300 კილოგრამი და 51 სანტიმეტრია.

ცოტა ხნის წინ განო მელითაურმა სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, საიდანაც ცნობილი გახდა რომ განო საკეისრო კვეთით გააჩენდა შვილს:

"აუცილებელ საკეისრომდე რამდენიმე დღე მრჩება... ტკივილებმა და სტრესმა ქანცი გამწყვიტეს... ვეღარც დავდივარ... არაუშვას... არც არაფერი... ისე... ჩემთვის... აუტანლად მჭირდება ეს ხელი ჩემს მუცელზე ვიგრძნო...
ვისაც რა უდა ის თქვას და დაწეროს... ყველა მარტოხელა ორსულს მინდა ვუთხრა:
- მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!"


როგორც მოგეხსენებათ, მსახიობი კოტე თოლორდავა ფილმის გადაღებების გამო, იმყოფებოდა რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში და იგი 11 აპრილს, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ექპერტიზის დასკვნით მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გოგონა გაზარდოს! განო მელითაურს კი ძლიერ ნებისყოფას ვუსურვებთ და ბედნიერ დედობას!

ახლა კი გთავაზობთ კოტეს და განოს გოგონას, ლოლას პირველ ფოტოს:

imageimage
კოტეს და განოს შვილები:image

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0