x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორტი ,,ჯადოქარი" - სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი
ტორტი “ჯადოქარი"


ინგრედიენტები:


ცომისთვის:


შაქარი — 1 ჭიქა
კვერცხი — 4 ცალი
ვანილინი — გემოვნებით


გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ.

ფქვილი — 1 ჭიქა


კრემისთვის:


კვერცხი — 2 ცალი
რძე — 2 ჭიქა
შაქარი — 1 ჭიქა
ფქვილი — 6 ს. კ.
კარაქი — 50 გრ.

ვანილინი — გემოვნებით


მინანქარი:


კარაქი — 50 გრ.
კაკაოს ფხვნილი — 3 ს. კ.
შაქარი — 4 ს. კ.
არაჟანი — 4 ს. კ.
ვანილინი — გემოვნებით


მომზადება:


1. ათქვიფეთ კვერცხი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ, ვიდრე შაქარი არ გადნება > დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებლით და ისევ ათქვიფეთ.

ეს არის ბისკვიტის რეცეპტი, რომელიც ყოველთვის ფუმფულა და ნაზი გამოდის.
2. საცხობ ფორმას ძირზე (გვერდებს არა) წაუსვით მარგარინი ან კარაქი
3. ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
4. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ვანილინი და ფქვილი > რძე შეათბეთ ქვაბში > დაუმატეთ კვერცხის ნარევი > ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ.
5. კრემი გადმოდგით ცეცხლიდან > დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ > გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე და შედგით მაცივარში.

6. ბისკვიტი გაყავით ორ ფენად > პირველ ფენაზე მოათავსეთ კრემი და დანით გაასწორეთ, რომ ყველგან თანაბარ სიმაღლეზე იყოს > დააფარეთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა.

7. მინანქრის მოსამზადებლად, ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარაქი > დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ > დაამატეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი და ვანილინი > ყველაფერი კარგად აურიეთ და ხარშეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება, თან სულ ურიეთ. გაითვალისწინეთ, იმდენად დაბალ ცეცხლზე უნდა იდგეს, რომ შაქარი მანამდე გადნეს, ვიდრე ადუღდება. მინანქარი დუღილის ტემპერატურამდე არ მიიყვანოთ.

8. მინანქარი შეაგრილეთ > ტორტს ზემოდან გადაასხით > შედგით მაცივარში 3-4 საათით.


7
1339
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1339
  
2015, 4 ოქტომბერი, 12:11
აუცილებლად :*
2015, 4 ოქტომბერი, 12:11
გელოდები :*
2015, 4 ოქტომბერი, 12:10
გამაფხვიერებელსაც არასდროს ვუშვრები და მაღალზე ვაცხობ :))) მუდამ მძიმე და დაბალი გამოდის :(( ამ დღეებში გავსინჯო იქნებ შენი ტორტი მანჩო :* :*
2015, 4 ოქტომბერი, 12:09
გამაფხვიერებელს არასოდეს არ ვაძლევ ბისკვიტს....თუ კარგად ათქვიფავთ და დაბალ ტემპერატურაზე გამოაცხობთ, ნახავთ რა გემრიელი და ფუმფულა გამოვა..ოდესმე გაგასინჯებთ ჩემ ნახელავ ტორტს და დარწმუნდებით ამაში :)
2015, 4 ოქტომბერი, 12:02
მანჩო მეც არ ვთქვი რატომ არასდროს გამოდის ისეთი, როგორიც საჭიროაა.
2015, 4 ოქტომბერი, 10:41
სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს გამომიცხია ბისკვიტი გამაფხვიერებლის გარეშე. გამაფხვიერებლიან ბისკვიტს კი (როგორც ამ რეცეპტიში არის) ყოველთვის 180 გრადუსზე ვაცხობ.
დიდი მადლობა რჩევისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ.
2015, 4 ოქტომბერი, 9:45
ჩემი რჩევაა, ბისკვიტი არასოდეს არ გამოაცხოთ 180 გრადუსზე, მერწმუნეთ, ფუმფულა და ჰაეროვანი არანაირად არ გამოვა. ბისკვიტის გამოცხობის ტემპერატურა 120-130 გრადუსია :)
0 1 7