x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
პატრიარქი კირილი: უდანაშაულო ხალხს სამხედრო დაცვა სჭირდება

imageმოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, იმედი გამოთქვა რომ რუსეთის მონაწილეობა სირიის კონფლიქტში "რეგიონში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას მოიტანს", - ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი იტყობინება.
პატრიარქს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია მოწოდებულია "დაიცვას სირიელი ხალხი იმ უბედურებისაგან, რაც ტერორისტების თვითნებობით არის გამოწვეული".
"სამწუხაროდ პოლიტიკურმა პროცესებმა შედეგი არ გამოიღო, უდანაშაულო ხალხს სამხედრო დაცვა სჭირდება", განაცხადა პატრიარქმა.
ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ "რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალჯერ მიმართა რუსეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დარჩენილიყვნენ გულგრილნი, სირიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის მიმართ".
პატრიარქს მიაჩნია, რომ ტერორისტების ქმედებით ადგილობრივი მუსულმანებიც იტანჯებიან.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საჰაერო ძალები სირიაში, "საპასუხიმგებლო" გადაწყვეტილება უწოდა და დასძინა, რომ ლოცულობს რათა "სასტიკი ლოკალური კონფლიქტი დიდ ომში არ გადაიზარდოს."

0
132
5-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0