x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნანუკა ჟორჟოლიანი-"მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ჩემს წარსულში..." " არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, ყადაღა არა პანორამა..."

image
ყველაზე სკანდალური და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" რუსთავი 2-ის გარშემო ატეხილ სკანდალს თავის წარსულში მოგზაურობით ეხმიანება:

"მეც ჩემი კოლეგების მსგავსად, თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ჩემს წარსულში...
რუსთავი 2- ში 2002 წელს მოვედი. მახსოვს, პირველი შეხვედრა ეროსისთან და მერე ეკასთან. დიდხანს სკეპტიკურად მიყურებდნენ, მაგრამ იმდენად მინდოდა კურიერელი ვყოფილიყავი მათი დამოკიდებულება მალევე შეიცვალა.
ინწკის ყოველთვის გაოგნებული ვუყურებდი პანკისში. ვერასოდეს ვიგებდი პირველი როგორ იგებდა საიდან ისროლეს და ვინ ისროლა.
მიჭირდა გაგება, როგორ აკეთებდა სარა ჩემთვის გაუგებარ თემაზე, ყველაზე კომპეტენტურ სიუჟეტს.
ან ღვინჯო ფურცელზე რატომ წერდა სიუჟეტის ტექსტს, რომელიც განსხვავებული იყო ყველასგან.
ვერ ვიგებდი ნიკურაძეს რატომ არასოდეს ეშლებოდა ჩართვაში ტექსტი და ნათია ზამბახიხე სულ რატომ მეკითხებოდა კადრები რა გაქვს.
ბევრ რამეს ვერ ვიგებდი. იმიტომ რომ იქ "გიჟები" მუშაობდნენ.
ვერაფრით ვიგებდი ზუსტად რას აკეთებდა დუდუ, იმიტომ რომ აკეთებდა ყველაფერს. მათ შორის "გაიძულებდა", რომ ჩინეთში ჩართვა გაგეკეთებინა 40 წუთში მაშინ, როცა გზას უნდოდა მხოლოდ საათი, მაგრამ აკეთებდი და როგორო არ მკითხოთ, იმიტომ რომ არ ვიცი. მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა არხს თავის დუდუ არასოდეს ჰყოლია.
ისევე როგორც არასოდეს ჰყოლია არც ერთ არხს დემნა და გიორგი. ეს კი იმ სხვებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა ორშაბათობით ხდება.
ბოლოს რომ გავიგე ეს ყველაფერი, აღმოვაჩინე რომ მეც კურიერელი ვიყავი, რომელსაც ნიკა ტაბატაძე აკეთებდა...
ყველას თავისი ისტორია აქვს ამ არხზე და ამ ისტორიებიდან ყველაზე ცუდი ქიბარ ხალვაშის ისტორიაა.
ბოლო ჩემი სიუჟეტი რუსთავი 2-ზე ომის დღეებში გავაკეთე. აი ბომბები რომ ცვიოდა.
შესაბამისად არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყადაღა არა პანორამა..."imageimage

0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0