x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მიჩვენეთ ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ
1.ადამიანი ცხოველია, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და ახლა ან ისევ ცხოველურ ბუნებას უნდა დაუბრუნდეს, ან გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია.

2.ჩვენ ვიბადებით გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილზე და როგორც ღვინოს, ჩვენც გვაქვს იმ ადგილის და სეზონის ხასიათი, რომელშიც დავიბადეთ.

3.როცა ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს, ის მართავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ მას ვუწოდებთ ბედისწერას.

4.ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის, რაც დაგვემართა, ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვისაც ავირჩევთ რომ ვიყოთ.


5.ადამიანები ყოველგვარ სისულელეს ჩაიდენენ, რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს, ოღონდაც თვალი არ გაუსწორონ საკუთარ სულს.

6.შენ არ ხარ ის, რასაც ფიქრობ ან ამბობ, შენ ხარ ის, რასაც აკეთებ.

7.ყველაფერი, რასაც ჩვენ საკუთარ თავში უარვყოფთ, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება როგორც მოვლენა.

8.მიჩვენეთ ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ.

9.ყველაფერი, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის გაგებაში გვეხმარება.

10ჩვენ დაგვავიწყდა ის უძველესი ფაქტი, რომ ღმერთი ადამიანებს სიზმრების და წარმოსახვების მეშვეობით ელაპარაკება.

11.ვინც გარეთ იყურება, ოცნებობს, ვინც შიგნით – იღვიძებს.

12.რაც არ უნდა დაარქვათ არსებობის საფუძველს: ღმერთი, ენერგია, თუ რამე სხვა, ახალს ვერაფერს იტყვით. უბრალოდ სიმბოლოებს ცვლით.

13.სადაც სიყვარული ბატონობს, იქ ძალაუფლების სურვილი არ ჩნდება და პირიქით, სადაც ძალაუფლების სურვილი მძლავრობს, იქ სიყვარული ქრება.

იუნგი

0
288
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0