x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსეთის ავიაიერიში სირიაში - პუტინის პირველი კომენტარი და უკმაყოფილო ვაშინგტონი

imageსირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს თანხმობის მიღებიდან რამდენიმე საათში გასცა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა წერტილოვანი დარტყმები დაჯგუფება "ისლამური სახელწმიფოს" პოზიციებზე მიიტანეს. ავიაციის სამიზნე მებრძოლების სამხედრო ტექნიკა, იარაღის საწყობები და საკომუნიკაციო ცენტრები გახდა.
ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვაშინგტონმაც გამოთქვა. ჯონ კერის შეფასებით, რუსეთის დარტყმები სირიის ტერიტორიაზე კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობას ეწინააღმდეგება.

ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება. მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის კონფლიქტში სრულად ჩართვას არ აპირებს.
"რუსეთი სირიის ანტიტერორისტულ ოპერაციაში საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შესაბამისად მონაწილეობს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ სირიაში კონფლიქტი სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. ეს სახელმწიფოთაშორისი, შიდაპოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებაა, რომელიც რეგიონის საქმეებში გარე ჩარევის შედეგად გამწვავდა. ამ
გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონფლიქტში თავით ჩაბმას არ ვაპირებთ", -განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები რუსეთს, ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებსაც უქმნიან საფრთხეს.
"როგორც ცნობილია, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს რიგებში", რომელსაც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნამდვილ ისლამთან საერთო არაფერი აქვს, იბრძვის ათასობით ადამიანი ევროპული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვყენებიდან. თუ ისინი სირიაში წარმატებას მიაღწევენ, სამშბოლოში აუცილებლად დაბრუნდებიან", - განაცხადა პუტინმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები სირიაში სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მხოლოდ მის კანონიერ ბრძოლაში ტერიტორისტულ დაჯგუფებებთან. მეორე: ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე. და მესამე: ასეთი მხარდაჭერა დროში იქნება შეზღუდული", - განაცხადა პუტინმა

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0