x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
მოდელზე მოდელი-ახალი ტენდენცია მოდის სამყაროში

image

პარიზის მოდის კვირეული გრძელდება, გრძელდება და თან სამოდელო სივრცეში ახალი ტენდენციებს ნერგავს.ყოველი დიზაინერი, რომელიც თავისი ნამუშევრით წარსდგება მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ცდილობს დაჩრდილოს სხვა “შედევრები’’, მათ შორის რიკ ოუენსი, რომელმაც თავისი იდეას ქრაქტიკული სახე შესძინა და ის რეალურად წარმოგვიდგინა.ზოგიერთი მოდელი პიდიუმზე გამოდიოდა ქამრებით, რომლებსაც მოდელი ჰყავდათ მიბმული, მოდელები თავდაყირა ჩამოკიდებული გამოდიოდნენ პოდიუმზე.

გამოსვლაში ძირითადად მონაწილეობას ღებულობდნენ ტანმოვარჯიშეები და მოცეკვავეები-ალბათ იმიტომ, რომ ამ გამოსვლისათვის საჭირო იყო განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება..

ოუენსმა ამ იდეას, რომელიც შოუს სახით წარმოადგინა უწოდა “ფოლადის ციკლოპი’’, რომელსაც თვითონ ასე განმარტავს:“ეს გამოხატულება დედობრივი ზრუნვის, ყველა ქალი მზად უნდა იყოს დედობისათვის.ყოველთვის მომავალი დედების მხრიდან დიდ ინტერეს იწვევს თუ როგორ იზრუნონ თავინთ პატარაზე, ამის პრაქტიკული სახის დახატვა შევძელიდა მგონი გამომივიდა’’.

ასევე დიზაინერმა დასძინა :‘’ქამრები აქ სიმბოლურ ნიშანს ატარებენ, თუმცა ეს გამოხატულება მხარდაჭერის, რომელიც აუცილებელია დედამ გამოხატოს პატარის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ჯერ კიდევ აკვანში წევს’’.

imageimageimageimageimage





0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0