x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:71997
  • ვიდეო:325187
  • სურათი:427354
ქალის 20 ფრაზა, რომლებსაც მამაკაცები არასწორად იგებენ - ლექსიკონი კაცებისთვის!

უცხოურ ენებს ბევრი სწავლობს, მაგრამ არსებობს ერთი ენა, რომლის შესწავლას მამაკაცების უმრავლესობა ვერ ახერხებს - ეს ქალების ენაა! კაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალის გაგება ყველაზე რთულია. ამიტომ, გთავაზობთ 20 ფრაზას, რომლებსაც ხშირად ამბობენ ქალები, ხოლო კაცების უმეტესობა მათ არასწორად იგებს.

1. არაფერი

image

სინამდვილეში ამ „არაფერი“-ს მიღმა რაღაც იმალება და რაც უფრო მალე გაარკვევთ რა, მით უკეთესი.

2. "ეს კაბა მასუქებს?"

image
ეს ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება: "შენ ფიქრობ, რომ უშნო ვარ?"
ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს "არა"!

3. განაგრძე!

imageარ ჩათვალოთ ეს ფრაზა ნების დართვად. ეს უფრო გამოწვევაა, რომლის შემდეგაც უმჯობესია საერთოდ არ განაგრძოთ.

4. კარგი იქნებოდა, რომ...

image
ყველაფერი, რაც მოსდევს სიტყვას "რომ", ინტერპრეტირებული უნდა იქნას, როგორც მისი შესრულების უსიტყვო ბრძანება.

5. მშვენიერია

image
ეს ნიშნავს, რომ არგუმენტები ამოწურულია, საუბარი დასრულდა, მაგრამ მამაკაცი მაინც არ არის მართალი.

6. ყველაფერი რიგზეა

image
სინამდვილეში არაფერიც არ არის რიგზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქალს გარკვეული დრო სჭირდება, რათა კარგად აწონ-დაწონოს კაცის მიერ ჩადენილი "დანაშაული" და მოიფიქროს "სასჯელი".

7. შენი გადასაწყვეტია!

image

თუ ამ სიტყვების მერე კაცი იფიქრებს, რომ მართლა თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან შეცდება. ამ ფრაზის თარგმანი ასეთი იქნება: "დადგა შენი რიგი გააკეთო არასწორი არჩევანი. მე კი ვიცი, რისი არჩევა იქნება სწორი, მაგრამ არ გეტყვი, რადგან შენ თავად უნდა მიხვდე". არასწორ არჩევანს, კი, როგორც წესი მივყავართ ფრაზამდე „ყველაფერი რიგზეა“ (იხ. პუნქტი 6).

8. ღრმა ჩასუნთქვ
სინამდვილეში ამგვარი ჩასუნთქვის მიღმა იმალება ფრაზა „დაუჯერებელია, როგორ უნდა ვიდგე და ხმის ამოუღებლად ვუყურო შენს სისულეს“.

9. 5 წუთი

image

ეს ფრაზა დიდწილად არის დამოკიდებული კონტექსტზე. თუ ქალი იცმევს, ეს როგორც წესი, ნიშნავს 30 - 40 წუთს. თუ მამაკაცი ტელევიზორს უყურებს, მაშინ ეს თითქმის ნულს უტოლდება და ნიშნავს "რატომ უყურებ ახლა ტელევიზორს, თუ შეგიძლია რაიმე სასარგებლო გააკეთო?".

10. მადლობა

image
ეს ნიშნავს ჩვეულებრივ „მადლობას“ და პასუხი უნდა იყოს „არაფერის“.

11. დიდი მადლობა

image

ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს სარკაზმთან, სინამდვილეში ეს «მადლობა»-ს საპირისპიროა. არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ „არაფრის“.

12. დაივიწყე

image
ეს ნიშნავს, რომ ქალმა კაცს სთხოვა რაღაცის გაკეთება (შესაძლოა რამდენჯერმეც კი), მაგრამ ამაოდ. ახლა კი აპირებს ეს თავად გააკეთოს. ნებისმიერ შემდგომ შეკითხვას პასუხად მოჰყვება ღრმა ჩასუნთქვა (იხ. პუნქტი 8).

13. შეგვიძლია წავიდეთ სადაც გსურს

image

უმეტეს შემთხვევაში ეს ნიშნავს "უმჯობესია აირჩიო ჩემი საყვარელი რესტორანი".

14. უნდა ვილაპარაკოთ

image
ეს დიდი სკანდალის ან ჩხუბის მაუწყებელია. სიკვდილის ტოლფასია!

15. რას აკეთებ?

image

სინამდვილეში ეს სულაც არ არის შეკითხვა. ეს განაცხადია, რომელიც ასე ითარგმნება: "შენ ამას არასწორად აკეთებ".

16. მაინცდამაინც ახლა უნდა გააკეთო ეს?

image
არც ესაა შეკითხვა. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტოთ ის, რასაც ახლა აკეთებთ და მოემზადოთ შემდგომი ბრძანებისთვის.

17. ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა არ გაწყენდა

image
ამ ფრაზის გადათარგმნა ასე შეიძლება: "უნდა დამეთანხმო".

18. არ ვბრაზობ

image
ბრაზობს, თან ძალიან.

19. ჩვენ გვჭირდება ...

image
მას სურს ...

20. არ მინდა ამაზე ლაპარაკი

image
ქალს სურს თავი დაანებონ, რადგან ჯერ ისევ აგროვებს მამაკაცის წინააღმდეგ მტკიცებულებებს.



0
621
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0