x
რუსეთი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად ერაყის ტერიტორიაზეც მზადაა

რუსეთი მზად არის სამხედრო ოპერაციები ერაყის ტერიტორიაზეც ჩაატაროს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტამენტის დირექტორმა ილია როგაჩევმა განაცხადა, რომ ერაყის მხრიდან რუსეთისადმი მომართვის შემთხვევაში - განახორციელოს სამხედრო-საჰაერო ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, რუსეთი პოლიტიკურ და სამხედრო მიზანშეწონილობას შეაფასებს.
"თუ გვექნება ერაყის ხელისუფლების ან უშიშროების საბჭოს მომართვა, განხილული იქნება ამ საკითხის პოლიტიკური და სამხედრო მიზანშეწონილობა", - განაცხადა როგაჩევმა.
30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე პირველი ავიადარტყმები განახორციელა image

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0