x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად კისერს მოიტეხს
image


როგორც უკვე ცხადია, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკური პარტიის- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის- გიგა ბოკერიას მეუღლე და „ტაბულას“ დირექტორია, თუმცა უკვე ორ წელზე მეტია მას ბოკერიას მეუღლედ ყოფილი მაღალჩინოსნის ოპონენტები მოიხსენიებენ. ისიც ცხადია, რომ უცხოელი თუ ქართველი ცნობადები, მუდამ ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში ხვდებიან. მართალია, არიან ცნობადების თუ პოლიტიკოსების ის მეუღლეები, რომლებიც პრესისგან სრულიად იზოლირებულად და მშვიდად ცხვრობენ, თუმცა უმეტესი ნაწილი, მაინც ახერხებს სკანდალებით აიწიოს პოპულარობის რეიტინგი.


თამარი იმდენად პოპულარულია, რომ ერთ-ერთ შოუში ბოკერიამ იხუმრა, რომ მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის ცოლის ქმრად მოიხსენიებდნენ. სკანდალი და თამარი თითქმის სინონიმებია. თავიდან სოციალურ ქსელში პოპულარული რობერტ სტურუასადმი უცენზურო განცხადებებით გახდა და მალე ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუში სასურველ რესპოდენტად იქცა. მისგან ამ ბოლო დროს არაფერი უკვირთ, რადგან, თანამდებობის მიუხედავად, მისი ენამწარობის ''მსხვერპლი'' ნებისმიერი ხდება, მათი მისამართით დამცინავ გამონათქვამებსაც არ იშურებს. საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას, ივანიშვილს კი პაჟს ეძახის. ივანიშვილის ზებრების სიყვარულის აღსანიშნავად კი ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო გამოსახული.


გასული ორი კვირის წინ კი ახალ სკანდალში გაეხვა, რომლის მიზეზი მის მიერ სოც-ქსელში გამოქვეყნებული "პოსტი" გახდა, სადაც ამტკიცებდა, რომ მასტურბაცია სრულიად ნორმალურია და არგუმენტად წარსულიდან ერთი ისტორიაც მოიყვანა. ადვილი წარმოსადგენია თუ რა სახის "კიდევ ერთი" აგრესია გამოიწვია ამით საზოგადოებაში. მის "პოსტს" მრავალგვარი პასუხით ეხმიანებიან- "ამისთანა მახინჯი რომ ხარ, ამიტომ "მასტურბირებს ხშირად გიგა"; "დიდებულ სახელს აფუჭებ და შეურაცხყოფ"; "სულით დაავადებულო" და ა.შ.



დღეს კი საკუთარი Facebook-ის გვერდზე ახალი სტატუსი განათავსა, სადაც ბიძინა ივანიშვილს, ე.წ. პაჟს უწინასწარმეტყველებს კისრის მოტეხვას. სტატუსი კი უმთავრესად უკავშირდება "რუსთავი2"-ის ტელევიზიის დახურვის საკითხს და ჩერგოლეიშვილის პროგნოზით ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი ძალის ინტერესებში შედის „რუსთავი 2“ არ განვითარდეს და მუდმივად ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. "ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად კისერს მოიტეხს ამგვარი ნაბიჯებით, ვპირდები, ვნახავთ, მთელი საზოგადოება დავინახავთ, როგორ მოიტეხს ბიძინა ივანიშვილი კისერს ამის გამო" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

5
701
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
701
  
2015, 1 ოქტომბერი, 23:54
მე კიდე შენი სტატიიდან :)))))))))))
2015, 1 ოქტომბერი, 20:50
მასე ვარ იინ, მე ტელევიზორი საერთოდ არ მაქვს სახლში. ამ სტატუსიდან გავიგე, რომ რუსთავი2 დაიხურა.
2015, 1 ოქტომბერი, 20:45
ჩემნაირო :)
2015, 1 ოქტომბერი, 20:44
რა კაი ტელევიზორს რომ არ ვუყურებ და არც ამათი პოსტები რო არ მანაღვლებს :)
2015, 1 ოქტომბერი, 20:34
ეს აშკარად ვერაა თავის "მოტორზე". :))
0 1 5