x
ვლადიმერ პუტინი - სირიაში დაღუპულებზე ინფორმაცია იქამდე გავრცელდა, სანამ რუსული თვითმფრინავები იერიშებს მიიტანდნენ

imageსირიაში, რუსული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირებზე ინფორმაცია იქამდე გავრცელდა, სანამ რუსული თვითმფრინავები იერიშების მიტანას დაიწყებდნენ.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა, ჩვენ ამ საინფორმაციო თავდასხმებისთვის მზად ვართ. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია იქამდე გაჩნდა, სანამ ჩვენი თვითმფრინავები ცაში აფრინდებოდნენ", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მედიაში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია "საინფორმაციო ომის ნაწილია".

0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0