x
ჯონ მაკკეინმა რუსეთი ამერიკელების მიერ გაწვრთნილ მებრძოლებზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა

imageამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთი ამერიკელების მიერ გაწვრთნილ მებრძოლებზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა.
როგორც მაკკეინმა ტელეკომპანია "სიენენ"-ის ეთერში განაცხადა, რუსულმა ავიაციამ ის ბანაკი დაბომბა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მომზადებული, ე.წ. "სირიის თავისუფალი არმიის" წევრები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "როიტერთან" საუბარში დაადასტურა აშშ- ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მომზადებულმა ერთ-ერთმა მეამბოხემ. მისი მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ ბანაკზე იერიში 2-ჯერ მიიტანა, რის შედეგაც დაშავდა ორი ადამიანი.
გუშინ კი, გამოცემა Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, რომ რუსული ავიაციის დარტყმები მიმართული იყო ამერიკელების მიერ გაწვრთნილი სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ.
რუსეთი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სირიაში საჰაერო ოპერაციას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ატარებს.
რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე იერიშების მიტანა 30 სექტემბერს დაიწყო.

0
221
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0