x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტრანსგენდერი

ტრანსგენდერი — ვისი გენდერული იდენტობა და გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან.image ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგ კატეგორიებით: ტრანსსექსუალი, ქროს-დრესერი და სხვა გენდერულად ცვალებადი ადამიანები. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად — ბიოლოგიური კაცი, რომელიც ტრანზიციას განიცდის, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად — ბიოლოგიური ქალი, რომელსაც ტრანზიციას გადის, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით. ტრანსგენდერი ადამიანები შეიძლება იყვნენ imageჰეტეროსექსუალები, ლესბოსელები, გეები ან ბისექსუალები. მაგალითად, კაცი, რომელიც მამრობითი გენდერიდან ქალურ გენდერზე ტრანზიციას გადის და ქალები იზიდავს, შეიძლება იდენტიფიცირდეს, როგორც ლესბოსელი ქალი. ტრანსგენდერი ადამიანი თავის ფსიქოლოგიური სქესს მყარ შეუსაბამობაში აღიქვამს მის გენეტიკურ და გონადურ სქესთან. საკუთარი სხეულისა და სასქესო ორგანოების აგებულება ტრანსგენდერის მიერ აღიქმება, როგორც არასწორი, არაბუნებრივი და თან ახლავს ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისადმი სწრაფვა. ტრანსგენდერობის სიხშირე არის საშუალოდ 1: 100-200 ათას ადამიანზე.image

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0