x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მასტურბაცია

მასტურბაცია (ონანიზმი) – პიროვნების სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სტიმულაციის შედეგად ორგაზმს. სექსუალური სტიმულაცია შეიძლება შესრულდეს თვითონ ადამიანის მიერ ხელით, სხვადასხვა ნივთებით, სხვა ადამიანის, ან ადამიანების დახმარებით. თვითმასტურბაცია მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და აუტოეროტიციზმის ნაწილია. სიხშირით აგრეთვე ძალზედ გავრცელებულია ორმხრივი მასტურბაცია, რომელიც ხდება პარტნიორებს შორის და არაპენეტრირებადი სექსის ფორმას წარმოადგენს.imageკვლევებმა ცხადჰყო, რომ მასტურბაცია ძალზედ გავრცელებულია ორივე რეპროდუქციული ასაკის ფარგლბში. ცნობილია მასტურბაციის გარკვეული დადებითი მახასიათებლები და უცნობია მისი კავშირი რომელიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ აშლილობასთან. მასტურბაციის ტექნიკა და მახასიათებლები ქალში და მამაკაცში მსგავსია, თუმცა მასტურბაციის სპეციფიკა არის ნაწილობრივ განსხვავებული.


მასტურბაციის თანმხლებია ხშირად პორნოგრაფიის ყურება, კითხვა, ან სექსუალური ფანტაზიების წარმოსახვა, მასტურბაციას ხშირად რიტუალური ხასიათი აქვს. მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია პარაფილიების და ფეტიშიზმის როლიც. ადამიანი მასტურბაციის დროს შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა ნივთებს მაგალითად საპირისპირო სქესის ტრუსს, ლიფს, ფეხსაცმელს და ა.შ.
პარაფილიას კი შეიძლება მიეცეს გასაქანი მასტურბაციის დროს სექსუალურ ფანტაზიებში. მაგ. ზოოფილია, პედოფილია, ნეკროფილია და ა.შ.

1
2502
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
2502
  
2016, 11 დეკემბერი, 14:11
"ცნობილია მასტურბაციის გარკვეული დადებითი მახასიათებლები და უცნობია მისი კავშირი რომელიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ აშლილობასთან" ამის გაგება უნდოდა ეხლა ამ უსექსო ქვეყანაში ხაალხს ???
ადრე ქემაინც ცნობილი იყო რო ხელის გულებზე ბალანი ამოდიოდა და თავს იკავებდენ :-)))
0 1 1