x
image
Lerato
ზეითუნის ზეთი: მისი შეძენის და მოხმარების 7 გავრცელებული შეცდომა
image


ზეითუნის ზეთი extra virgin (EVOO) – ერთ-ერთი საოცრებათაგანია პროდუქტების სამყაროში. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხიმებს და რაც მთავარია – ის ისეთი გემრიელია! ზეითუნის ზეთი – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სამზარეულო ინგრედიენტია, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. რა შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვყიდულობთ, ვინახავთ ან ვამზადებთ კერძს ზეითუნის ზეთზე?


შეცდომა №1


თქვენ ყიდულობთ ზეითუნის ზეთს პლასტიკატის ან გამჭირვალე მინის ჭურჭლით


ზეითუნის ზეთის ორი მთავარი მტერი ჟანგბადი და მზის სინათლეა. ამიტომ თუ თქვენ ყიდულობთ მას პლასტიკატის ან გამჭირვალე მინის ბოთლებით – საქმე ცუდათაა. ჰაერისა და სინათლის მოქმედება ამძაღებს მას. იმისათვის რომ ზეითუნის ზეთს კარგი გემო ჰქონდეს და სრულად შეიცავდეს სასარგებლო კომპონენტებს, შეიძინეთ მუქი მწვანე ან მუქი ყავისფერი მინის ჭურჭლით.



შეცდომა №2


თქვენ ინახავთ ზეთს გაზქურასთან ახლოს



სიცხესთან სიახლოვე – იქნება ეს გაზქურა თუ ფანჯრიდან შემოსული პირდაპირი მზის სხივები, ნამდვილად უარყოფით გავლენას მოახდენს მასზე. როდესაც ზეითუნის ზეთი სიცხესთან ახლოს იმყოფება, ამან შესაძლოა პოლიფენოლების (ანტიოქსიდანტები) დაყოფის პროცესი გამოიწვიოს, რის გამოც მისი გემო და არომატი უარესდება. შეინახეთ ზეთი სამზარეულოს კარადაში გაზქურასა და მზის სხივებისგან მოშორებით.



შეცდომა №3


თქვენ აფასებთ ზეთს ფერის მიხედვით


მომხმარებელი ხშირად ზეითუნის ზეთის ხარისხის განმსაზღვრელ ნიშნად მის ფერს მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ეს ასახავს მისი დაკრეფის დროსა და დაწურვის ტექნოლოგიას. ხარისხიანი ზეთი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის – დაწყებული კაშკაშა მწვანედან მოოქროსფერო ყვითლით დამთავრებული. ამიტომ ნუ იტყვით უარს ზეითუნის ზეთზე, თუ ის მხოლოდ ფერის გამო არ ამართლებს თქვენს მოლოდინს.


შეცდომა №4


თქვენ თვლით, რომ მხოლოდ ერთი სახის ზეითუნის ზეთია საკმარისი


როდესაც თქვენს წინ სხვადასხვა სახისა და მარკის ზეითუნის ზეთით სავსე ექვსი თაროა, რომელს აირჩევთ – ყველაზე იაფს თუ ძვირიანს? როგორც წესი, მომხმარებელი უპირატესობას "ოქროს შუალედს" ანიჭებს, თუმცა ზეთი ისე უნდა იყიდოთ, როგორც ღვინოს ყიდულობთ – შედარებით იაფიანი ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხოლო უმაღლესი ხარისხის – სალათებისა და მაკარონისგან მომზადებული კერძებისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველა ზეითუნის ზეთს ერთნაირი გემო არა აქვს.


შეცდომა №5


თქვენ მაღალ ცეცხლზე ამზადებთ ზეითუნის ზეთით


მაღალ ტემპერატურას შეუძლია ანტიოქსიდანტების განადგურება ზეითუნის ზეთში და მისი გემოს შეცვლა. მოარიდეთ თავი ისეთი კერძის კეთებას, თუ მომზადების წესში ტემპერატურა 180°С აჭარბებს.


შეცდომა №6


თქვენ ამზადებთ უმაღლესი ხარისხის ზეთით


უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის გამოყენება ცხელი კერძების მოსამზადებლად არასწორია. იმისათვის რომ სრულად შეიგრძნოთ მისი დახვეწილი გემო და არომატი, გამოიყენეთ როგორც ფინალური შტრიხი ცივი სალათებსა და მაკარონით მომზადებულ კერძებში.


შეცდომა №7


თქვენ ერთი და იმავე ზეთს ძალიან დიდხანს იყენებთ


ოდესმე შეგიძენიათ, ეკონომიის გაკეთების მიზნით, ზეითუნის ზეთი ისეთი ჭურჭლით, რომელიც სიდიდით გაზის ბალონს უტოლდება? მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ ამგვარ შეცდომას მეტად აღარ დაუშვებთ. ეს არაჩვეულებრივი ინგრედიენტი, ერთი და იმავე ბოთლით თქვენს სამზარეულოში 24 თვეზე მეტ ხანს არ უნდა ინახებოდეს. დამძაღებული ზეთი ვერ გასიამოვნებთ ვერც სასარგებლო თვისებებით და ვერც გემოთი.


1
2535
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2535
  
2018, 28 აპრილი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1