x
მოსკოვმა სირიის ტერიტორიაზე ავიაერიშების განხორციელება ოფიციალურად დაადასტურა

imageრუსეთმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიაერიშების მგანხორციელება ოფიციალურად დაადასტურა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ავიაციამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა საჰაერო ოპერაცია დაიწყეს და სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტთა სახმელეთო სამიზნეებზე წერტილოვან დარტმებს ახორციელებენ", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აცნობა კოლეგებს "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან", რომ საჰაერო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ სამხედრო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს, იარაღის საწყობებს ბომბავენ.

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0