x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნინო გაჩეჩილაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" ბრუნდება?!

image
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე რამდენიმე წელია ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ითვლება. სერილმა ბევრ ცვლილებასა თუ სკანდალს გაუძლო, ძველმა პერსონაჟებმა ტრანსფორმაციაც განიცადეს, ახლებმა კი მაყურებელს თავი შეაყვარეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა სერიალი ლელა მებურიშვილმა და ნინო გაჩეჩილაძემ დატოვონ. ამ ყველაფრის მიზეზად კი ქალბატონების ტელეკომპანია "იმედში" დასაქმება სახელდება. ეკა ამირეჯიბი "დღის შოუს" მუდმივი წამყვანია, ლელა მებურიშვილი კი ერთ-ერთ რუბრიკას, "მშობელთა კრებას" უძღვება.

"ფაქტი თავისთავად სასიამოვნო არ არის. კონკურენტ არხზე გადასვლა არ არის კარგი "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის. ეს საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია"-განაცხადა სერიალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.image
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი შესაძლოა სერიალში ლელა მებურიშვილი ნინო გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლოს. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ნინო სერიალის დასაწყისში კატოს როლს ასრულებდა, თუმცა გარკვეული უთანხმოების გამო სერიალი დატოვა. "ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვისაც და სხვა მსახიობებისთვისაც, რომ შეუცვლელი მსახიობი არ არსებობს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი მსახიობი და ის იქნება არანაკლები ვიდრე მისი წინამორბედი. არ ვიცი, რამდენად ადვილი იქნება ახალ კატოსთან შეგუება, თუმცა ძალიან მინდა, რომ სერიალი წარმატებულად გაგრძელდეს"-ამტკიცებდა ნინო. ახალი კატო, ლელა მებურიშვილი მაყურებელმა მიიღო, თუმცა ნინო გაჩეჩილაძეს ბევრი ისაკლისებდა. ვიხილავთ თუ არა ნინოს სერიალში, ამას ახალი სეზონიდან გავიგებთ. image

0
1367
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0