x
image
ციცი
Mediator image
ტარიელ სუარი ია ფარულავას უპირისპირდება-"არ ვეთანხმები!"
image
სკანდალურმა მსახიობმა და წამყვანმა ია ფარულავამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის შოუში", სადაც იგი სტუმრად იყო მიწვეული, ერთ-ერთი წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს, განაცხადა რომ იგი მამაკაცებს არასოდეს მიუტოვებიათ. იყო შემთხვევები, რომ თვითონ გაუკეთა პროვოცირება დაშორებას. იას აზრით თუ ქალი მაგარია და თუ ქალმა მოინდომა, ვერცერთი კაცი ვერ მიატოვებს. მისი თქმით კი მაგარში იგულისხმება ის, რომ გარდა იმისა რომ შვილები უნდა გააჩინოს ქალმა, სამზარეულოშიც, სექსშიც უნდა იყოს ძლიერი, უნდა გამოიყურებოდეს ყოველთვის კარგად და უნდა იყოს ძალიან ჭკვიანი. იას აზრით:

" ყველა კაცი არის დებილი... არ მინდა ის სიტყვა ვთქვა, რაც არის..."

ასევე მსახიობის თქმით კაცები უნდა მართო. თუ კაცი ქალის მიმართ კარგავს ინტერესს, ეს ისევ ქალის ბრალიაო. ერთგული ქართველი კაცის მოძებნაც, ია ფარულავას აზრით, ძალიან ძნელია.

მის ამ გამოსვლას, მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოეხმაურა და არ დაეთანხმა იას მოსაზრებებს ქართველ კაცებთან დაკავშირებით. ტარიელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა შემდეგი სტატუსი:


"არ ვეთანხმები! რადგანაც ქართველ ვაჟკაცზე მამაცი და ერთგული მამრი დედამიწაზე არ დადის, რასაც ნატოს განცხადებებიც ადასტურებს და გერმანელი ქალბატონების მოთხოვნაც ქართველ მამაკაცებზე. იამ კი თავისი მოღვაწეობითა თუ საინტერესო ცხოვრებით ისე შეაყვარა ხალხს თავი, ვფიქრობ ეს პატარა შეცდომა ეპატიება. ხომ ასეა კაცებო?"imageimageimageimage





0
206
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0