x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ევროპის სავალალოდ, ევროპის მესვეურებმა დევნილებთან ერთად ფართოდ გაუღეს კარები "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს, რომლებიც არცთუ შორეულ მომავალში ევროპაში "ცეცხლს დაანთებენ".

image სირიაში პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დასაამხობად "მავანთა" მიერ დაფინანსებულმა, მომზადებულმა და შეიარაღებულმა "მეამბოხეებმა" ძალა მოიკრიფეს და საბრძოლო მოქმედებები სირიიდან ერაყში და ავღანეთშიც გადაიტანეს. გაერთიანდნენ რა "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ ტერორისტებმა გაუგონარი სისასტიკით მიჰყვეს ხელი იმ ადამიანების განადგურებას, რომლებიც რელიგიური თუ წმინდა ადამიანური მოსაზრებების გამო არ დადგნენ ტერორისტების გვერდით. დაუჯერებელია მაგრამ მწარე რეალობაა ის სისასტიკე, რა სისასტიკესაც ავლენს "ისლამური სახელმწიფო" მცირეწლოვანი ბავშვების მიმართაც კი, არასრულწლოვანი გოგონები ხდებიან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი და მათ ექცევიან როგორც მონებს.
ბარბაროსები მიყოლებით ანადგურებენ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ ძეგლებსაც.
ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მათი იდეოლოგიური მანქანა აქტიურად მუშაობს ისლამის მიმდევარი ადამიანების გონებაზე, მიმდინარეობს ისლამის სახელით მანიპულირება და ახალგაზრდების გადაბირება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების რიგებში. სამწუხაროდ ამ სისასტიკეში კავკასიელებმაც მიიღეს უკვე მონაწილეობა, კერძოდ კი ჩეჩნეთიდან კადიროვის რეჟიმს გამოქცეული მებრძოლების ნაწილმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ მიმოფანტული "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს მიაშურეს.
ასევე მოიქცა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გილაევის ვაჟიც, რომელიც სირიაში ასადის რეჟიმთან ბრძოლისას დაიღუპა. რაღა შორს წავიდეთ, "ისლამური სახელმწიფოს" იერარქიაში ერთერთი ძალზე ცნობილი ფიგურა პანკისელი თარხან ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ ალ–შიშანია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2008 წელს რუს ოკუპანტებს ებრძოდა.
"ისლამური სახელმწიფო" მართალია გაუგონარი სისასტიკით მოქმედებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მის ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები რომლებიც საკმაოდ მოხერხებულად ახდენენ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების გადასროლას ევროპაში და ამას ნიღბავენ დევნილის სტატუსით.
ბევრს სელფი უწყინარი გასართობი ჰგონია რაც ასე რომ არაა მინდა ფოტოკოლაჟით დაგიმტკიცოთ, გთავაზობთ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ამბოხებულების" და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების სელფებს, რომელიც სირიაში, ერაყში, ავღანეთში და შემდგომ უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია გადაღებული.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
205
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0