x
image
Lerato
მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ

image


"ინტუიცია ინტელექტზე უფრო ძლიერი ძალაა" – თქვა ერთხელ სტივ ჯობსმა. რას წარმოადგენს ის, საიდან უნდა მიიღოს ადამიანმა ეს ნიჭი და შემდეგ როგორ გამოიყენოს? საერთო ენა რომ გამოვნახოთ ჩვენს მეექვსე გრძნობასთან, ამისთვის სულ ცოტა 7 მეთოდი არსებობს.


1. ენდეთ საკუთარ თავს


image
ნეირობიოლოგიის თანახმად ინტუიცია ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი აზროვნების ფორმაა, რომელიც პასუხისმგებელია ამოცანების გადაჭრაზე საკმარისი ლოგიკური საფუძვლის არქონის შემთხვევაში – ეს არის ცოდნა ცოდნის გარეშე. ინტუიტიური პასუხები ჩვენთან მუდმივად მოდის, ზოგჯერ მანამდე სანამ ლოგიკა თავის ვარიანტებს შემოგვთავაზებს. ჩვენ კი შემდეგი ფრაზებით ვუარყობთ: "რა სისულელეა, " "ეს ხომ აბსურდია, " "მე არ მაქვს მსგავსი უფლებამოსილება" და ა.შ. იმისათვის რომ განვავითაროთ ჩვენში ინტუიცია, პირველ რიგში ის უნდა მივიღოთ, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის ნდობა და არ შეგვეშინდეს დატკეპნილი ბილიკებიდან გადახვევა ან უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ წასვლა.

ფსიქოლოგ სილვიან ბარტ ლიბერჟის აზრით, როდესაც ადამიანი თავის შინაგან ხმას უსმენს, ეს მისი გრძნობების გამძაფრებას იწვევს და იწყებს იმის შემჩნევას, რისთვისაც თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია. სურვილი არის ის რაც ჩვენ გვინდა, ხოლო ინტუიცია – ქვეცნობიერი ანალიზის შედგია.

2. განმარტოვდით საკუთარ თავთან


image
ყოველთვის არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, საკუთარი თავის მოსმენა რომ ისწავლოთ, საჭიროა ზოგჯერ მიმდინარე მოვლენებისგან დაისვენოთ, თავიდან მოიშოროთ უსარგებლო აზრები და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. სტატისტიკის თანახმად ინტუიცია ყველაზე მეტად ინტროვერტებს აქვთ განვითარებული. "ინტუიციის ხელოვნების" ავტორის სოფი ბირნჰამის თქმით, ყოველდღიური საქმეებით დატვირთული, ლოგიკურ დასკვნებსაც კი ვერ აკეთებ, ამის მერე რა უნდა ვთქვათ ინტუიციის სუსტ ხმაზე.

3. იყავით ცნობისმოყვარე


image


მთავარი განსაკუთრებულობა იმ ადამიანებისა, რომელთაც ინტუიცია აქვთ განვითარებული მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დეტალებს აქცევენ ყურადღებას. მათ შესაძლოა დაავიწყდეთ მნიშვნელოვანი თარიღები, მთელი კვირის გეგმები, მაგრამ აუცილებლად ემახსოვრებათ, რომ როდესაც წიგნს ხურავდნენ ერთი ფურცელი გადაიკეცა. ან კიდევ იმას შეამჩნევენ, რომ კოლეგას ჰალსტუხი სხვაგვარად უკეთია. გაიხსენეთ შერლოკ ჰოლმსი – შრომებში, რომელიც ინტუიციას ეძღვნება, მას ამ საქმეში ექსპერტს უწოდებენ – მისთვის არ არსებობს პრობლემაში, რომელზეც ის მუშაობს, ზედმეტი ფაქტები, ხმები და დეტალები. ყოველივე ეს მოზაიკის შემადგენელი ნაწილებია.

ყველას, ვისაც სურს განავითაროს საკუთარი ქვეცნობიერი ანალიზის უნარი, ფსიქოლოგები ურჩევენ ყურადღება ყოველთვის დეტალებს მიაქციონ. შეეცადეთ ახალი ადამიანის გაცნობისას, ორი კვირის მანძილზე ერთდროულად დაძაბოთ ყურადღება, სმენა და ყნოსვა. რამდენიმე ხნის შემდეგ "ერთი შეხედვაც" კი საკმარისი იქნება, რომ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნათ.

4. თანაგრძნობა


image
სხვა ადამიანის აზრების წაკითხვა "ფანტასტიკის სფეროს" კი არ განეკუთვნება, არამედ არის ის, რითიც ყოველდღიურად ვართ დაკავებულნი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი ტვინი მუდმივად იბეჭდავს სხვების სახის გამომეტყველებას, შეგრძნებებს, სიმპტომებს. ეს ყველაფერი "სარკისებური ნეირონებით" არის გამოწვეული. სწორედ მათ გამო განვიცდით არასასიამოვნო შეგრძნებას, როდესაც ვიღაცას კარებში თითი ჰყვება, ან გულწრფელად ვიზიარებთ სხვების გრძნობებს ამა თუ იმ სიტუაციაში. ფსიქოლოგიაში ამას ინტუიციურ კომუნიკაციას უწოდებენ.

ხშირად განიცადეთ და გაიზიარეთ სხვისი გრძნობები. ეს იგივე ცოდნაა, რომელსაც ანალიზის ერთიანი სურათი მოიცავს. ფსიქოლოგ იოჰამ ბაუერის აზრით, რომ არ არსებობდეს სარკისებული ნეირონები, არ იქნებოდა ინტუიცია და ემპათია. ამიტომ კარგად განვითარებული ინტუიცია ხშირ შემთხვევაში მგრძნობიარე ადამიანებში გვხვდება.


5. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს


image


ეს ცრუმორწმუნეთა მიერ მოგონილი სისულელე კი არა არის, არამედ ამას ექსპერტი სოფი ბირნჰემი გირჩევთ. მისი აზრით სიზმრები და ინტუიცია ქვეცნობიერისგან იქმნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ერთი და იგივე ბუნება აქვთ. ზოგიერთ სომნოლოგს, მაგალითად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს გენადი კოვროვს მიაჩნია, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები ხანგრძლივი ფსიქიკური პროცესის შედეგია. ავიღოთ, სიტყვაზე, მენდელეევის სიზმარი. მეცნიერმა შეიმუშავა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ ტვინს სიზმარში არსებული მონაცემები თანამიმდევრულად დაელაგებინა.

6. კრეატიულობა


image
ფსიქოლოგ კლარა ვულფის ახალი კვლევების თანახმად, კრეატიულობა და ინტუიცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ის თვლის, რომ ინტუიცია ხელოვნების მაღალი დონეა –"საუკეთესო მხატვარი – ინტუიტიური მხატვარია." ინტუიცია არა მხოლოდ გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ შტამპებს, არამედ მისი მოქმედებისას ორგანიზმი უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ლოგიკური აზროვნების დროს. უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა რომ რაც უფრო მეტად ავლენს ადამიანი საკუთარ თავს შემოქმედებითად, უფრო კარგად უმუშავებს ინტუიცია. ეს იმიტომ ხდება, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ხელოვნება გონებას უფრო მოქნილს ხდის.

7. თავი აარიდეთ უარყოფით ემოციებს


image
ძლიერი ემოციები, განსაკუთრებით უარყოფითი, ახშობს ინტუიციის შინაგან ხმას, ისევე როგორც კეთილგონიერებას. მრისხანებას შეუძლია სრულიად გამოდევნოს ადამიანის გონებიდან ქვეცნობიერი აზროვნების მიერ ნაკარნახები სასარგებლო ინფორმაცია.

პოზიტიურ ემოციები კი, პირიქით, ამშვიდებს ადამიანს – ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად (გამოქვეყნდა journal Psychological science 2013 წელს) ეს ეხმარება თქვენს ინტუიტიურ უნარს იყოს ტონუსში.

4
1220
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1220
  
2015, 18 ოქტომბერი, 23:11
მადლობა, მერაბ :)
2015, 18 ოქტომბერი, 21:53
კაია
2015, 1 ოქტომბერი, 22:19
მადლობა, სოფო. გაიხარე :)
2015, 1 ოქტომბერი, 21:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4