x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
თურქული ტელევიზიების რეკორდსმენი და დაუვიწყარი სერიალები...
თურქული სერიალები ქართულ ტელესივრცეში ძალიან დიდი პოპულაროლუბით

სარგებლობენ....

ამ სერიალებს საქართველოში ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს, აქედან

გამომდინარე ქართული ტელესივრცე უკვე ლამის ყოველთვიურად ახალ სერიალს


ყიდულობს თურქულის სატელევიზიო კომპანიებისაგან.


თურქულმა ონლაინ გაზეთებმა შეადგინეს ყველაზე საუკეთესო და პოპულარული

თურქული სერიალების სია, რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.


image





Kaynanalar- დედამთილები (1974 წელი)


image


პირველი თურქული სერიალი, რომელმაც კომედიის ჟანრში წარმატებას მიაღწია.

სერიალი რამოდენიმე წლის განმავლობაში გაგარძელდა, ფილმის რამოდენიმე მსახიობი

დღესდღეობით გარდაცვლილია.




Kartallar Yüksek Uçar - არწივები მაღლა დაფრინავენ (1983 წელი)


image


სერიალი გამოვიდა 1983 წელს, სცენარის ავტორია: ატილა ილჰანი.

სერიალი მოგვითხორბს ორი ოჯახის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ

ძალიან დიდი მტრული ისტორია აქვთ, სერიალი მოხვდა თურქეთის დაუვიწყარ

სერიალებს შორის.




Bizimkiler - ჩვენები (1984 წელი)


image


კიდევ ერთი კომედიის ჟანრის წარმატებული თურქული სერიალი, რომელიც

რამოდენიმე წლის განმავლობაში თურქულ ტელესივრცეს იპყრობდა. სერიალი

trt-1-ზე, star tv-ზე და show tv-ზე გადიოდა....




Süper Baba- სუპერ მამა (1993 წელი)


image


სერიალი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა (1993-1997). თურქული ტელევიზიის

ATV-ს მიერ გახმოვანებულ სერიალს ძალიან ბევრი ფანატი ჰყავს დღემდე.




Kaygısızlar - უდარდელები (1994 წელი)


image


სერიალი გამოირჩეოდა yesilcam-ს კინოვარსკვლავებით, აბსოლუტური კომედიის

ჟანრის ფილმმა თურქეთის სატელევიზიო ისტორიაში ძალიან დიდი კვალი დატოვა.




Çiçek Taksi- ყვავილების ტაქსი (1995 წელი)


image


სერიალი გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში (1995-2003). კომედიის ჟანრის

სერიალმა ძალიან დიდი კვალი დატოვა თურქეთის კინო-ისტორიაში.




Çılgın Bediş - გიჟი ბედიში (1996 წელი)


image


სერიალი გადაღებულია ოზდენ ოგრუკის კომიქსური წიგნიდან, სერიალმა პოპულარობა

მოიპოვა მთავარი როლის შემსრულებლის, გიჟი ბედიშის მეშვეობით. მოგახსენებთ, რომ

პერსონაჟი, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებს არის ასევე მომღერალი.




Kara Melek - შავი ანგელოზი (1997 წელი)


image


90 -იან წლებში თურქულ ტელესივრცეში უფრო კომედიური ჟანრის სერიალები

დომინირებდნენ, მაგრამ როდესაც გამოვიდა სერიალი: შავი ანგელოზი, უკვე

სიტუაციაც ძალიან შეიცვალა. ამ სერიალმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა

თურქულ კინოსივრცეში.




Böyle mi Olacaktı? - ასე უნდა მომხდარიყო? (1997 წელი)


image


შავი ანგელოზის დრამატულ სერიალს მოჰყვა მორიგი დრამა, რომელშიც

გადმოცემულია რამოდენიმე ახალგაზრდა მეგობრის და მათი შვილების

ცხოვრებისეული სირთულეები, სერიალმა ძალიან დიდ წარმატებას და პოპულარობას

მიაღწია.




Sıdıka- სიდიქა (1997 წელი)


image


კომედიის ჟანრის სერიალი, რომელსაც თავის ადგილი ყოველთვის უკავია

თურქულ კინოისტორიაში...




İkinci Bahar - მეორე გაზაფხული (1998 წელი)


image



yesilcam -ის და მსოფლიოდ ცნობილი თურქი მსახიობების მთავარი როლებით

შესრულებული სერიალი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. შენერ შენის და

თურქან შორაის მონაწილეობით შესრულებულ სერიალს დღემდე ძალიან ბევრი ფანატი

ჰყავს...




Çarli - ჩარლი (1998 წელი)


image


1998 წელს გამოსულ სერიალს თავის დროზე ნებისმიერი თურქი თვალს ადევნებდა.

სერიალი ნამდვილად რეკორდსმენია. ამ სერიალში მოთხრობილია მაიმუნის

ცხოვრება ადამიანებთან ერთად, ჟანრი კომედიაა.




Ruhsar - რუჰსარი (1998 წელი)


image


(ეს სერიალი მეც მახსოვს) სერიალი გამოვიდა მაშინ, როდესაც სატელიტური

ანტენები ნელ-ნელა მთელს მსოფლიოს მოედო. რუჰსარი 90-იანი წლების ერთ-ერთი

საუკეთესო სერიალია კომედიის და ფანტასტიკის ჟანრში.




Deli Yürek - გიჟი გული (1998 წელი)


image


როდესაც სერიალის გარეკანის ფოტოს ნახავთ, აუცილებლად შეამჩნევთ თქვენთვის

კარგად ცნობილ მსახიობს, ხო, ხო ეს არის კენან იმირზალიოგლუ. სერიალი 90-იანი

წლების საუკეთესო სერიალად არის აღიარებული, მთავარ როლში მონაწილეობს

კენან იმირზალიოგლუ. სერიალში გაერთიანებულია რამოდენიმე ჟანრი ერთდორულად: თრილერი, დრამა, სიყვარული, პოლიტიკა და მძაფრი-სიუჟეტი.

პირველი სერიალია რომელსაც თავიდან ბოლომდე მეც კი ვუყურე, ძალიან მაგარია

და თუ ვინმეს გექნებათ ნახვის სურვილი, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ.




Yılan Hikâyesi - გველის ისტორია (1999 წელი)


image


ცნობილი თურქი მსახიობების, მეჰმედ ალი-ალაბორას და მელთემ ჯუმბულის მიერ

შესრულებული მთავარი როლი, ამ მძაფრ-სიუჟეტიან სერიალში წარმატებული

აღმოჩნდა.




Ayrılsak da Beraberiz - რომც დავშორდეთ, მაინც ერთად ვართ (1994 წელი)


image


კომედიის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი, რომელიც

მოგვითხრობს დაშორებული წყვილის ისტორიას, რომლებსაც ცხოვრება ერთ

სახლში უწევთ.




Bizim Evin Halleri - ჩვენი სახლის განწყობები (2000 წელი)


image


თურქეთის კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სერიალი, რომელიც

წლების განმავლობაში გაგრძელდა. სერიალი შედგებოდა 1680 სერიისგან.





Yedi Numara - შვიდი ნომერი


image


შვიდი ნომერი, ეს არის კომედიის ჟანრის სერიალი, რომელიც ყველაზე წარმატებული

აღმოჩნდა XXI-საუკუნის დასაწყისში თურქულ კინოსივრცეში.




Yeditepe İstanbul - შვიდი მთა სტამბული (2001 წელი)


image


სერიალი დაიწყო 2001 წლის 24 მაისს და გაგრძელდა 2002 წლის 24 ივლისამდე.

სატელევიზიო არხმა, TRT 1 -მა ამ სერიალის მეშვეობით ძალიან დიდი პოპულარობა

მოიპოვა.




Ekmek Teknesi - პურის კატარღა


image


ამ სერიალის წყალობით ძალიან ბევრი მსახიობი თურქეთის ფენომენი გახდა.

სამაუწყებლო კომპანია show tv სერიალის წყალობით ძალიან პოპულარული გახდა.




En Son Babalar Duyar - ყველაზე ბოლოს მამები გებულობენ (2002 წელი)


image


თურქულ კინოსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომედიის ჟანრის

ტელესერიალი, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. სერიალში მოთხობილია

კლასიკური თურქული ოჯახი, სადაც ყველაზე ბოლოს მოვლენებს მამა იგებდა.




Çocuklar Duymasın - ბავშვებმა არ გაიგონონ (2002 წელი)


image


ერთ-ერთი წარმატებული თურქული კომედიის ჟანრის სერიალი, რომელიც წლების

განმავლობაში გრძელდებოდა. სერიალი მოგვითხრობს ერთი უბრალო ოჯახის

ისტორიას, სადაც კარგად ჩანს ის ფაქტი, რომ მშობლების კონფლიქტი ბავშვებმა

არასოდეს არ უნდა გაიგონონ, რადგან ეს ძალიან მოქმედებს მათ მომავალ ცხოვრებაზე.




Kurtlar Vadisi - მგლების ხეობა (2003 წელი, მიმდინაეობს დღემდე)


image


სერიალი გამოვიდა 2003 წელს, რომელიც დღემდე გრძელდება, დანარჩენი თქვენ

გამოთვალეთ და მიხვდებით თუ რამდენი წელია მიმდინარეობს ეს სერიალი.

სერიალის სლოგანია: " ეს მაფიოზების ფილმია". მსახიობები სერიალს შეაბერდნენ,

მაგრამ არ მობეზრდათ. ამ მძაფრ-სიუჟეტიან თრილერს მსოფლიოს სხვდასხვა

ქვეყნებშიც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს.




Avrupa Yakası - ევროპული მხარე (2004 წელი)


image


უსაზღვრო კომედია, რომელიც მაყურებელს არ ბეზრდებოდა, სერიალი თურქეთის

კინოისტორიის ერთ-ერთი წარმატებული კომედიის ჟანრის სერიალია.




Aliye - ალიე (2004 წელი)


image


დრამის ჟანრის საინტერესო სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ალიეს რთულ

ისტორიას, რომლებიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ალიე ცდილობს

რომ იპოვოს შვილები, მაგრამ ბოლოს წარმოუდგენელი რამ ხდება...




Cennet Mahallesi- სამოთხის უბანი (2004 წელი)


image


კიდევ ერთი დაუვიწყარი კომედიის ჟანრის თურქული სერიალი, რომელიც

მაყურებლის მეხსიერებიდან არ იშლება.




Yaprak Dökümü - ფოთოლცვენა (2005 წელი)


image


ერთ-ერთი საუკეთესო და რეკორდსმენი თურქული სერიალი, რომელიც რეშათ

ნური გუნთეკინის ნაწარმოებიდან არის გადმოცემული. რეალური და ცხოვრებისეული

ფაქტები, სადაც აღწერილია ადამიანების რეალური სახე... "როდესაც შენ ხე ხარ, რა

იქნება მაშინ, როდესაც შემოდგომა დადგება?"-ეს არის ამ საინტერესო სერიალის

სლოგანი. სერიალი kanal D-ზე გადიოდა. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ

სერიალს საქართველოშიც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა.




Arka Sokaklar - უკანა ქუჩები (2006 წელი და დღემდე მიმდინარეობს)


image


ერთ-ერთი ძალიან წარმატებული სერიალი, რომელიც დღემდე თურქულ kanal D-ზე

მიმდინარეობს. წელს მეცხრე სეზონია, მაგრამ მაყურებელს მაინც არ ბეზრდება.

სერიალი ჯერ-ჯერობით ქართულ ტელესივრცეში არ ჩანს, მაგრამ უახლოეს მომავლაში

დაგეგმილია და სავარაუდოდ ძალიან მოგეწონებათ. ჟანრი არის პოლიციური და

მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერი.




Aşk-ı Memnu - აკრძალული სიყვარული (2008 წელი)


image


თურქეთის კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეკორდსმენი

სერიალი.

მთავარ როლებში:


კივანჩ თათლითუგი

ბერენ საათი

ჰაზალ ქაია

სელჩუქ იონთემი

ნებაჰათ ჩერე


რეიტინგის რეკორდსმენი სერიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან დიდი

პოპულარობით სარგებლობს, ასევე საქართველოშიც. სერიალი გაგრძელდა 2 წლის

განმავლობაში. სერიალი ნაჩვენები იქნა თურქულ kanal D-ზე.

ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალი, ძალიან დიდად არ ვარ სერიალების

მოყვარული, მაგრამ ეს სერიალზე მეტია ნამდვილად. სერიალი გადაღებულია

უდიდესი არაბული რომანის, აკრძალული სიყვარულის ისტორიიდან, სერიალი პირველად საზღვარგარეთ ირანულ pmc tv-ზე იქნა გაყიდული და ფასი

5 მილიონ დოლარს შეადგენდა.




Ezel - ეზელი (2009 წელი)


image


როდესაც თურქულ სერიალებზეა საუბარი, ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ეს სერიალი

შეუდარებელია, ჩემი თვალსაზრისით ეს არის ნომერ პირველი და შეუდარებელი

სერიალი რაც კი თურქულ ტელესივრცეში ყოფილა.


მთავარ როლებში:


ჯანსუ დერე (ეიშანი)

ჰალუქ ბილგინერი (კენან ბირკანი)

იგიტ ოზშენერი (ჯენგიზი)

სარფ აქქაია (თეფო)

რიზა კოჯაოგლუ (დაქირავებული პროფესიონალური მკვლელი)

კენან იმირზალიოგლუ (ეზელი)

რეჯეფ აქთუგი (დროებითი მსახიობი)

ემრე აიდინი (მომღერალი, რომელსაც რამოდენიმე სერიაში მოუწია მონაწილეობა)

თუნჯელ კურტიზი (დაი, ძია)

კივანჩ თათლითუგი (8 ნომერი)

ბარიშ ფალაი (კერპეტენ ალი)

ბურჩინ ტერზიოგლუ (დაის ასული, აზადი)

ისმაილ ფილიზი (ომერი)


როგორც ხედავთ სერიალი საუკეთესო თურქი მსახიობების ნამდვილი კომპლექტია.

სიყვარული, მეგობრობა, თამაში, სიკვდილი და საერთოდ რაც გინდათ. თითქმის

ყველა ჟანრი ამ სერიალშია გაერთიანებული, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ,

რადგან დამიჯერეთ რომ ძალიან მოგეწონებათ. შინაარსი ცოტა არიყოს რთული აქვს,

მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ადვილად მიხვდებით ფილმის არსს...




Muhteşem Yüzyıl - დიდებული საუკუნე (2011 წელი)


image


დიდებული საუკუნე და ასევე დიდებული სერიალი, რომლემაც საქართველოს

მოსახლეობასაც კი შეაყვარა თავი. სერიალი შევიდა თურქეთის რეკორდსმენ და

დაუვიწყარ სერიალებს შორის. ეს არის უკანასკნელი სერიალი რომელიც ამ სიაშია.

ამ ისტორიულ ტელესერიალს ძალიან ბევრი ფანატი ჰყავს დღესაც.







პ.ს


ძვირფასო მკითხველებო გაითვალისწინეთ, რომ ამ სიაში 2012 წლიდან გამოსული

სერიალები არ არის გათვალიწინებული, ამიტომ დღეს დღეობით ქართულ

ტელესივრცეში მიმდირე ტელესერიალები არ გეგონოთ ურეიტინგო. ასევე მინდა

ჩემთვის უსაყვარლესი სერიალები ხაზგასმით მოგახსენოთ, ესენია: ეზელი,

აკრძალული სიყვარული და გიჟი გული. არვიცი სტატია რამდენად მოგეწონებათ,

მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღეს თურქული სერიალები ძალიან

პოპულარულია და ჰყავს ძალიან ბევრი მაყურებელიც.


იმედია მოგეწონათ!
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

































15
2436
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2436
  
2018, 30 მაისი, 23:22
ეზელი კვდება გენაცვალე
2015, 29 სექტემბერი, 18:08
არც მე არ ვარ მოყვარული უბრალოდ ამ ჩამონათვალიდან არის რამოდენიმე ძალიან საინტერესო, რომლებიც მართლა ძალიან ბევრ კინო-ფილმს მირჩევნია
2015, 29 სექტემბერი, 17:52
კი, ვიცი პიესში გეწერა. მისი მთავარი გმირის გამო მომოწონს აღნიშნული სერიალი. სხვა სერიალებისა არა ვიცი რა.
2015, 29 სექტემბერი, 17:48
შავი ვარდი ის არაა ბარანი :D ეგეც ძალიან რეიტინგულია, უბრალოდ აქ 2012 ს ზევით გამოსულები არ არის გათვალისწინებული
2015, 29 სექტემბერი, 17:47
სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, ერთადერთი თურქული სერიალი რასაც ვუყურებ და ძალიან მომწონს არის შავი ვარდი, ქართულიდან კი შუა ქალაქში, სხვა სერიალები კი უცნობია ჩემთვის, ნუ კრიმინალურებს თუ არ ჩავთვლით.
2015, 29 სექტემბერი, 14:54
შენ არ გეყო მაგის აზროვნება ეტყობა :D რა ვერ დაასკვენი რა დასკვნა უნდოდა მაგას :D
2015, 29 სექტემბერი, 14:50
საიდან დასკვენი? სამჯერ ვუყურე თავიდან ბოლომდე და მაინც ვერ გავიგე ეგ ჯენგიზი იყო თუ ეზელი
2015, 29 სექტემბერი, 14:48
კი
2015, 29 სექტემბერი, 14:44
დარწმუნრბული ხარ რომ ეგ ეზელია?
2015, 29 სექტემბერი, 14:40
:((( კარგი ვქენი, რომ არ ვუყურე. მასეც ვფიქრობდი – და რომ მოუკლეს, მივხვდი რომ კარგი აღარაფერი მოხდებოდა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10