x
image
beko777
პაატა თედიაშვილის ახალი კლიპი

imageქართულ თანამედროვე ესტრადაზე შესამჩნევი სტაგნაცია წლებია მიმდინარეობს, წლიდან წლამდე მცირდება როგორც მომღერალთა რაოდენობა, ისე სიმღერების ხარისხი და თითქოს როცა ქვეყანას რამდენიმე მუსიკალური სატელევიზო პროექტი აქვს და თითქოს ხარისხიანიც - ფაქტი ერთია, ახალი თითქმის არაფერი არ ხდება. საბედნიეროდ სიტყვა „თითქმის“ ამ შემთხვევაში ყველაზე ზუსტია, რადგან არიან თითზე ჩამოსათვლელი მომღერლები, რომლებიც ახალ სიმღერებსაც წერენ და მეტიც - ახალ ვიდეოკლიპებსაც იღებენ, მათ შორისაა პაატა თედიაშვილიც, რომელიც ჯიუტად არ უშინდება ქართული თანამედროვე ესტრადის უკუსვლას და მუშაობს - აკეთებს ახალ სიმღერებსაც და იღებს ახალ კლიპებსაც.


მომღერლის მორიგი კლიპის პრეზენტაცია ერთადერთ ქართულ საესტრადო, სახელოვნებო გადაცემაში მოხდა, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებობს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის გადაცემაში „პირისპირ“, ტ/კ „ობიექტივზე“, გადაცემის დამთავრების შემდეგ მომღერალიც და ჟურნალისტიც ერთად გაეშურნენ კლიპის ვიწრო წრეში პრეზენტაციაზე, რომელიც შარდენის ქუჩაზე, კლუბ „მინისტერიუმში“. პრეზენტაციას ახალგაზრდა ქართველი მომღერლებიც ესწრებოდნენ, რამდენიმე მათგანმა თავისი სიმღერებიც შეასრულა, მანამდე კი საზოგადოებას თავად მომღერლის რეჟიოსრობით გადაღებული კლიპის „ჩუმ ბაღნარში“ ვიდეო-ვერსია აჩვენეს (ტრადიციულად - ორჯერ), ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა და მომღერალსაც შრომა ამჯერად აპლოდისმენტებით დაუფასდა.



0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0