x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
საქართველო და რუსული გაზი - კალაძის საიდუმლო შეხვედრა

image
საქართველო და რუსული გაზი - კალაძის საიდუმლო შეხვედრა "გაზპრომის" ხელმძღვანელთან..


საიდუმლო შეხვედრა ბრუსელში-საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და გაზპრომის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია გამართული შეხვედრის შესახებ კი გაზპრომმა გაავრცელა. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეს თემაზე კომენტარები საქართველოს მთავრობაში.
ოფიციალური თბილისი ამტკიცებს, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან რაიმე ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა.
რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, ამაზე ენერგეტიკის სამინისტრომ დამატებითი განმარტების გაკეთება დღეს არ ისურვა. გაზპრომთან მოლაპარაკების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა და მსგავსი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების აუცილებელ მინიმუმად დაასახელა.
იგივე პოზიცია აქვს საპარტნიორო ფონდის ახალ თავმჯდომრეს დავით საგანელიძე და ენერგეტიკული რესურსების შემოტანისთვის ახალი ბაზრების მოძებნას აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
უმრავლესობის ეს განცხადებები მიუღებელია ოპოზიციისთვის. უმცირესობა მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს, რატომ შეიტყო საქართველოს მოსახლეობამ ენერგეტიკის მინისტრისა და რუსეთის სახელწიფო ენერგოკომანიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ გაზპრომის ვებგვერდიდან.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ეს ქმედება ეჭვს აჩენს, რომ საქართველო შესაძლოა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული გახდეს.
საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების წილი დღეს უმნიშვნელოა და ქვეყანაში გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
გაზპრომისგან საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან იღებს. ქართული მხარე ენერგოგიგანტისგან სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10% -ს 110 დოლარად ყიდულობს.



„როდესაც ასეთი შეხვედრა ხდება ისე, რომ ქართული მხარ ამას მთლიანად მალავს და ამას ვიგებთგაზპრომის ვებგვერდიდან, როდესაც ეს შეხვედრა ხდება ისე, რომ ქართულმა საზოგადოებამ საერთოდ არაფერი იცის, რისთვის შეხვდა, რა გვინდა, რუსულ გაზზე გადასვლა გვინდა, ტრანზიტი გვინდა, რუსულ გაზზე უარი გვინდა, საერთოდ რა არის საქართველოს პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებამ არ იცის და ასე ჩუმად ხდება, ასეთ სენსიტიურ თემებზე შეხვედრა ხალხის ზურგს უკან ხდება ეს გაუმართლებელია, “ - აცხადებს დავით ბაქრაძე.
თავისუფალ დემოკრატებში კი მიიჩნევენ, რომ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და რუსეთთან მსგავს ურთიერთობაზე უარი თქვას.







0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0