x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ აქვს ზოგიერთ მწეველს ჯანმრთელი ფილტვები

imageრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ დაადგინეს, თუ
რატომ აქვს ზოგიერთ აქტიურ მწეველს პრაქტიკულად
ჯანმრთელი ფილტვები. კვლევებში 50 ათასმა ადამიანმა
მიიღო მონაწილეობა. „ბი-­ბი-­სის“ ინფორმაციით,
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში
ადამიანის ორგანიზმში დნმ­-ის ის ნაწილი განიცდის
მუტაციას, რომელიც სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, რაც ორგანიზმს მოწევის მავნე ეფექტის კომპენსირების საშუალებას აძლევს.

ცნობილია, რომ მწეველებს დროის განმავლობაში ფილტვების დაავადებები უვითარდებათ. თუმცა იგივე დაავადებები შეიძლება იმ ადამიანებს დაემართოთ, ვისაც ცხოვრებაში არც ერთი ღერი არმოუწევიათ.

მეცნირების ეს კვლევა მიზნად ისახავს ადამიანის ორგანიზმზე მოწევის მავნე ზეგავლენის შესწავლას და რისკების შემცირებას, რასაც ეს ჩვევა იწვევს.

0
297
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0