x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
7 რამ, რაც ბავშვს არასოდეს უნდა დაუშალოთ

ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი ბედნიერ, ჰარმონიულ და ყოველმხრივ განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება. აი მაშინ კი მშობელთა უმეტესობა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რაში შეცდა შვილის აღზრდის დროს, რა გამორჩა ან რისი გაეთება ვერ მოასწრო... მაგრამ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ შვილის საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას ისევ ჩვენ, მშობლები ვუწყობთ ხელს. როგორ? პირველ რიგში, აკრძალვებით!

ქვემოთ ვისაუბრებთ 7 ქცევაზე, რომელიც არასოდეს არ უნდა დავუშალოთ ბავშვს, თუნდაც ეს ძალიან გვინდოდეს. მაშ ასე, ბავშვს არასოდეს დაუშალოთ:

1. ჭამოს დამოუკიდებლად
image

ყველას კარგად გვესმის, რომ პატარამ შეუძლებელია ისე ჭამოს, რომ არ დაისვაროს. ცხადია, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც დროის ფასი იცის, გვირჩევნია საკუთარი ხელით ვაჭამოთ პატარას, ვიდრე მის მიერ დამოუკიდებლად ჭამის დროს დასვრილ-დათხუპნული მაგიდა, სკამი, იატაკი, ჯამ-ჭურჭელი, ტანსაცმელი და თავად პატარა ვასუფთაოდ. რა თქმა უნდა ასე გაცილებით იოლი და სწრაფია. მაგრამ დამოუკიდებლად ჭამის აკრძალვით ჩვენ ვზღუდავთ მის სწრაფვას გახდეს "დიდი, როგორც დედიკო და მამიკო", ხელს ვუშლით კონცენტრაციისა და სიმტკიცის უნარ-ჩვევების გამომუშავბაში, საკუთარი თავისა და ძალებისადმი რწმენის მოპოვებაში.

2. დაგეხმაროთ
image

ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები: "დადე, თორემ დაგივარდება", "ხელს ნუ მიშლი", "უშენოდაც შევძლებ". საკვირველია, მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლები, რომლებიც ბავშვების მხრიდან "დახმარებაზე" უარს ამბობდნენ, როგორც წესი, იწყებენ წუწუნს: "ოჰ, ჩემი შვილი ისეთი უწესრიგოა", "არაფრის გაკეთება არ სურს", "ვერაფრით ვაკეთებინებ". ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვის სურვილი დაგეხმაროთ, ბევრ ზედმეტ საზრუნავს შეგიქმნით. მთავარი ის არის, რომ ათავად მას სჭირდება იგრძნოს თავი საჭიროდ, მოისმინოს ქება, ისწავლოს დიდებისგან წესრიგი და ორგანიზებულობა. თუ თქვენი "დამხმარე" ჯერ ისევ პაწაწუნაა, დაავალეთ მას მარტივი რაღაცეები, რასაც ნამდვილად შეძლებს: ყვავილების მორწყვა, სათამაშოების დალაგება და ა.შ.

3. დამოუკიდებლად ხატოს საღებავებით
image

გასაგებია, რომ საღებავების ხმარების შემთხვევაში ტანსაცმლის, ხელების, მაგიდის, იატაკის ან თუნდაც სახის დასვრას თავიდან ვერ აიცილებთ, მაგრამ ამ აქტივობის დაშლით ბავშვის ფანტაზიას ზღუდავთ. ხატვა ბავშვს უვითარებს წარმოსახვას, მცირე მოტორიკას, უადვილებს სამყაროს შეცნობას და ამშვიდებს.

4. გამოთქვას საკუთარი აზრი
image

ძალიან ხშირად ისმის მშობლებისგან ბავშვების მისამართით ისეთი ფრაზები, რგორიცაა: "შენ არაფერი გესმის", "შენზე უკეთ ვიცი რაც უნდა გავაკეთო", "იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე". ამგვარი ფრაზები გულს ტკენს ბავშვს და საკუთარი თავის რწმენას უკარგავს. ცხადია, ძალის გამოყენება უფრო ადვილია, მაგრამ გაცილებით უმჯობესია დაელეპარაკოთ ბავშვს როგორც თანატოლს და აუხსნათ, თუნდაც მეასეჯერ, რომ საჭიროა მოგისმინოთ, შეთანხმდეთ. ეს არა მხოლოდ აახლოებს ერთმანეთთან ბავშვს და მშობელს, არამედ ასწავლის ბავშვს როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციაში - თქვენ ხომ ყოველთვის ვერ იქნებით მასთან.

5. აქტიურად გამოხატოს ემოციები სახლში (ირბინოს, იყვიროს, იხტუნოს)
image



ის, რაც მოზრდილს შეუფერებელ ქცევად ეჩვენება, ბავშვისთვის დაგროვებული ენერგიისგან დაცლის, დასვენების ბუნებრივი საშუალებაა. ზრდილობიანად მოქცევა საჭიროა საზოგადოებაში: საბავშვო ბაღში, მაღაზიაში, ქუჩაში... სახლში კი ადამიანს შეუძლია მისცეს საკუთარ თავს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. ბავშვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

6. ქუჩებში გასართობ და სპორტულ მოედნებზე თამაში
image

გასართობ მოედნებთან ჩავლისას შეუძლებელია არ გაიგონოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა "დავარდები", "ნუ დარბიხარ", "ნუ ადიხარ", "ნუ ხტუნაობ", "დაარტყამ". უფრო მარტივია, ასწავლოთბავშვს როგორ ჩამოსრიალდეს სასრიალოზე ან ავიდეს კიბეზე, ვიდრე გამუდმებით ხელი გეკიდოთ და უშლიდეთ გართობას. ბავშვი ისწრაფვის გარემომცველი სამყაროს შეცნობას - თქვენ კი გაკიცხვის მაგივრად, მხარი დაუჭირეთ მას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

7. მულტფილმების ყურება
image

თანამედროვე მულტფილმები - ეს ცალკე თემაა. მაგრამ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს საქმის კურსში იმისა, რაზეც თანატოლები საუბრობენ - მაგალითად, მულტფილმის მორიგი სერია, რომელსაც ერთად განიხილავენ. ეს შეიძლება მოზრდილი ადამიანებისთვის ახალი ამბების გამოშვებას შევადაროთ. მთავარია შევარჩიოთ ბავშვისთვის მისაღები მულტსერიალები და მასთან ერთად უყუროთ. ასე თქვენც უფრო მეტად დაუახლოვდებით შვილს.

0
516
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0