x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
რამდენი თეთრით დაიკლებს დენის ტარიფი და გაიაფდება თუ არა ბუნებრივი აირი და საწვავიც?
image

1978 წლის 27 თებერვალს დაბადებულ კახი კალაძეს დღეს ყველა ფეხბურთელად იცნობს, 11 წლიდან მან სამტრედიის ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში და მას შემდეგ, 2012 წლამდე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად გვევლინებოდა. 16 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა 82 საჩემპიონატო მატჩში და ერთი გოლიც გაიტანა. 2001 წელს მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა და 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. დაოჯახებულია უმშვენიერეს და ულამაზეს, წარმატებულ ქართველ დიზაინერ ანუკი არეშიძეზე, წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.


imageimage

სწორედ 2012 წელს, საქართველოს მთავრობის შეცვლას მოჰყვა კალაძის პროფესიის ცვლილებაც და დღეს ის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და საქართველოს ენრგეტიკის მინისტრია. იტალიელი ჟურნალისტების თქმით „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა დღეს აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში. საათებს ითვლის ის უახლესი ამბავი, რომელიც მის მიერ მიცემული ინტერვიუს საშუალებით გავრცელდა, რომ რამოდენიმე დღეში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას ამცნობს.



”ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ფაქტობრივად, პროცესი უკვე დასრულებულია, დეტალებს ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, ბრიფინგს ჩავატარებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაიგებს, რამდენით შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება "ინტერ რაოსთან", მაგრამ ახლა დეტალებს ვაზუსტებთ. კონკრეტულ ციფრებზე, თუ რამდენი თეთრით შემცირდება დენის ტარიფი, ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც მემორანდუმსა და კონტრაქტებს ხელს მოვაწერთ. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესებში შედის, ამიტომ დენის შემდეგ გაზი და საწვავი აუცილებლად გაიაფდება” - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.



7
1066
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1066
  
2015, 28 სექტემბერი, 23:45
თბილისში ვცხოვრობ მეც, მაგრამ გაძვირებული ტარიფით არ მოსულა ქვითრები.
2015, 28 სექტემბერი, 22:18
თბილისშია მხოლოდ მომატებული
2015, 28 სექტემბერი, 18:11
ითქვა გაძვირებაზე, მაგრამ ამ თვეში ისევ იმ ტარიფით მოვიდა ჩემთან ქვითრები, არ მომატებულა.
2015, 28 სექტემბერი, 16:12
რა გაიაფება, გააძვირეს პირიქით ახლახანს
2015, 28 სექტემბერი, 15:09
უკვე აღარ ვიცი რას დავუჯერო და რას არა....
2015, 28 სექტემბერი, 15:08
მადლობა გუჯა. ეგეც ვეღარ ჩამოყალიბდა მოკლედ. დააიმედებს ამ, ხალხს, მერე... ისევ დააიმედებს და...
2015, 28 სექტემბერი, 15:06
გავაზიარე
ახლა იყო ტელევიზიით, კალაძემ უარყო ეს ინფორმაცია სამწუხაროდ. :(
0 1 7