x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134428
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ისტორია რომელიც დღეს დილით მწყერზე სანადიროდ წასულს შემემთხვა.

image მართალია მონადირეებს და მეთევზეებს
ათას რამეს გვიგონებენ და ხანდახან მატყუარებსაც გვეძახიან, მაგრამ მინდა რეალურ შემთხვევაზე მოგიყვეთ რომელიც ამ დილით მწყერზე სანადიროდ მიმავალს შემემთხვა.
დილით ადრე ავდექი და ჩემს ირლანდიურ სეტერთან (როკი) ერთად მწყერზე სანადიროდ გავემართე, დაახლოებით 1 კილომეტრი უნდა გამევლო სანამ მწყერზე სანადიროდ განკუთვნილ ადგილამდე მივიდოდი.
ადრე წავედი რადგან მოგვიანებით ისეთი "მონადირეები" იწყებენ ნადირობას, კაცმა არ იცის მწყერს ესვრიან თუ კაცს, რადგან მწყერზე ნადირობისათვის აუცილებელი საბუთები ათიდან ერთს თუ ექნება და გარბი-გამორბიან გარემოს დაცვის ინსპექციას რომ არ "ჩაუვარდნენ" ხელში.
ბილიკზე მიმავალს მსხვილფესა საქონლის სულისშემძვრელი ბღავილის ხმა შემომესმა, მეც იმ ხმის მიმართულებით სირბილით გავსწიე, რადგან საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რომ ამ ხმაზე პირუტყვი მაშინ ბღავის, როცა თავს ნადირი ესხმის, ლაფში ან ხრამში ჩავარდნილ პირუტყვს ან სისხლს ხედავს.
მოკლეზე რომ გადამეჭრა მანძილი, მცირე ხევში ჩავირბინე და ღელეს სირბილით მივუყევი.
როკი ჩემზე ადრე გაიქცა ჩემი ნებართვით, მაგრამ მალევე ბალანაშლილი წკმუტუნით უკანვე მობრუნდა. უნდა ითქვას, რომ ჩემი მონადირე ძაღლი ირლანდიური სეტერისათვის საკმაოდ დიდია და არცერთ ძაღლს არაფერს დაუთმობს, ამიტომაც მის დანახვაზე მივხვდი რაღაც ვერ იყო კარგად.
როცა მწყერზე სანადიროდ მივდივარ ვაზნებს არასდროს არ ვდებ თოფის სავაზნეში, სანამ სანადირო ადგილამდე არ მივალ, აქ კი უკვე სხვა სიტუაცია იყო და 5 ვაზნა ჩავალაგე მიყოლებით თოფში, თუმცა საკმაოდ გამოცდილი ვარ ნადირობაში და ვიცოდი 10 ნომრიანი საფანტი ესროლო ნადირს იგივეა ჟაკანი ესროლო ტანკს.
მალევე მივედი ხევის ბოლომდე და სწორედ იქ გადავაწყდი არც მეტი და არც ნაკლები მგელს, თოფის სროლა სრული უაზრობა იყო რადგან საფანტი ვერაფერს დააკლებდა მგელს, რომელსაც დრუნჩი გასისხლიანებული ჰქონდა და ბოროტი თვალებით მიყურებდა (ვიცი ბევრს გაუკვირდება თვალები როგორღა დააფიქსირაო, მაგრამ სხვისი და პირადი გამოცდილებით ვიცოდი ნადირის თვალებიდან იკითხება თუ რას აპირებს ის, გაცლას თუ თავდასხმას), სამწუხაროდ ჟაკანით ან კარტეჩით დატენილი ვაზნა თან არ მქონდა და ერთადერთი რაც გავაკეთე ის იყო, რომ ქამარზე ბუდით დაკიდებული პირბასრი მონადირის დანა "დავაძრე" რომელსაც მუდამ თან ვატარებ ნადირობისას.
ასეთ დროს ყვირილი და ზედმეტი მოძრაობა ნადირს აგრესიისაკენ უბიძგებს, ამიტომაც ერთ ადგილზე როგორც იტყვიან-გავშეშდი. მგელმა დაახლოებით 2-3 წუთი მიყურა გაავებული მზერით და ძუნძულით გაიქცა.
მე კი ხევიდან გამოვედი და იმ მიმართულებით გავიქეცი საიდანაც საქონლის ბღავილი შემომესმა, მივედი მაგრამ სამწუხარო სანახავი დამხვდა, მგელს მეზობლის ძროხისათვის კისერი და მუცელი გამოეფატრა.
ტელეფონით დავუკავშირდი უბანში გამოცდილ მონადირეებს, ნადირისათვის სავარაუდო გასასვლელი რომ ჩაეკეტათ, მაგრამ ჩემი მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა და როგორც ჩანს მგელმა ურთის მთას შეაფარა თავი.
სათანადო ორგანოსაც შევატყობინე და იმედია მიიღებენ საჭირო ზომებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მგლის მოხელთება ადვილი არაა, რადგან მგელი ათეულობით კილომეტრს გადის სარჩოს საშოვნელად.

2
1112
20-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1112
  
2015, 27 სექტემბერი, 20:53
ვაი და მას დაესწრო და ხომ "შემახრამუნებდა" თანამოძმეებთან ერთად! :)
2015, 27 სექტემბერი, 20:35
რად უნდოდა ამდენი ფიქრი, დაგეძაახა ერთი "აშმალახა" და მორჩა :D
0 1 2