x
image
K.P.
მამა პეტრე მაია ასათიანს მიმართავს: "შოუების და იაფფასიანი სანახაობების დრო წავიდა"

image
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მაია ასათიანს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს: "მაია, ხვალ ჯვართამაღლებაა და სულში იესო ნაზარეველის მაცოცხლებელი სიტყვები შემოდის... ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი, ყველას საკუთარი გოლგოთა გველის. შეიძლება ბევრჯერ წავიქცეთ, მაგრამ მიზანს მაინც არ უნდა ავცდეთ... მინდა უფლის შემწეობა გისურვო, შენს მიერ არჩეულ გზაზე. შენი "პროფილის" განახლებული პროფილი სათქმელს აუცილებლად იტყვის და განგაშის ზარი იქნება საღათას ძილს მიცემული ერისთვის. შოუების და იაფფასიანი სანახაობების დრო წავიდა. ამ ე.წ. თავისუფალ გარემოში ყველაზე მეტად იზღუდება სიტყვის, რწმენის, მო(ქმედების) თავისუფლება და განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება ჩაგქოლონ. რაც ვნახე და მოვისმინე მომეწონა, იმედია მომავალში უფრო მომეწონება და უამრავი ნაპრალი და გაუგებრობა ამოივსება. არ არიდ ადვილი ჩაკირული შეხედულებები, წარმართობად ქცეული რწმენა საწყის ეტაპს დაუბრუნდეს, მაგრამ ყველამ თავისი რომ გააკეთოს, სინათლე აუცილებლად გამოჩნდება გვირაბის ბოლოს... არადა, წლებია გვირაბში ვართ გაჭედილები და ამ უღმერთო "საცობს" ბოლო არ უჩანს... სიმართლე ყოველთვის მტკივნეული აღსაქმელია, ხშირ შემთხვევაში მიუღებელიც, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს გაჩუმებას... მღაღადებლის ხმა უდაბნოში არ დარჩენილა. გვიან, მაგრამ ნაყოფი გამოიღო... როგორც დაგპირი, შენს გვერდით ვარ და "იყივლე", რადგან განთიადის მომასწავებელია... "

"პროფილის" გადაცემის სტუმრები ამ კვირაში მამა პეტრე და მისი ქალიშვილი, მარიამ კვარაცხელია იქნებიან. მარიამმა გადაცემის რეკლამაშიც მიიღო მონაწილეობა და აკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. imageimage

2
1108
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1108
  
2015, 12 ოქტომბერი, 5:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 28 სექტემბერი, 14:33
მოკლედ ეს მამაო ყველანაიარად ცდილობს ტავის პოპულარობას, ესენი უფრო დიდს უმიზნებენ მამა შვილი
0 1 2