x
ჩინეთისა და საქართველოს ეროვნულ ბანკებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

imageჩინეთის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შედეგადაც ლარსა და იუანს შორის სვოპზე მუშაობა დაიწყება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო "რედისონში" ბანკების მმართველთა კლუბის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სვოპის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებს და მეწარმეებს, რომელთაც ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, შესაძლებლობა ექნებათ საინვესტიციო საკრედიტო პროდუქტის ხელმისაწვდომობისა და უზრუნველყოფის. "ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარი გააკეთა ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველმაც. "მოხარული ვარ ამ შეხვედრით. ჩინეთმა გააფორმა მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის სისტემების განვითარებას ემსახურება. ეს იქნება მომავალში დაგეგმილი სვოპ ოპერაციების ამოქმედებისკენ მიმართული

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0